ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ საგანგებოდ შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე - “StopCoV ფონდი“, 100 ათას ლარს გადარიცხავს.
„კრიზისული ვითარების მიუხედავად, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ნავსადგურის ოპერირებას, რათა არ შეფერხდეს ტვირთების მომსახურების უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი; განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი გამოწვევის დროს, ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებიან ამ საქმეს. ახლა, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიზნესს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს კორონავირუსის დამარცხებაში“ - ნათვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა