„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მრავალმილიონიანი საინვესტიციო გეგმა წელსაც გრძელდება

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მრავალმილიონიანი საინვესტიციო გეგმა წელსაც გრძელდება

access_time2023-03-22 19:30:06

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მრავალმილიონიანი საინვესტიციო გეგმა წელსაც გრძელდება. საქართველოს უდიდეს პორტში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია ზრდის შესაძლებლობებს, აუმჯობესებს უსაფრთხოებასა და ეფექტურობას, ამავდროულად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

  

მათი ინფორმაციით, პორტმა ორი 40 მ3 ჰიდრავლიკური ნაყარი განმუხტვის ბუნკერი იყიდა, რაც საშუალებას მისცემს ნაყარი ტვირთის უფრო ეფექტურად განტვირთვას, მინიმალური მტვრის ან ტვირთის დანაკარგით.

 

„ახალი ტექნიკა საშუალებას მისცემს ნაყარი ტვირთის დატვირთვას უფრო ეფექტურად, მტვრის ან ტვირთის მინიმალური დანაკარგით. ტვირთის ჩატვირთვა შესაძლებელია ბუნკერში მაშინაც კი, როცა ქვეშ სატვირთო მანქანა არ არის.

 

ახალი ბუნკერები, გარდა იმისა, რომ გვთავაზობენ ტვირთის დაცლის სიჩქარის გაზრდას დღეში 10,000 MT-მდე, მისი საშუალებით ნაყარი ტვირთის კონტროლი მეტად ეფექტურია და შესაბამისად, შემცირებულია გარემოზე მავნე ზემოქმედება.


 

APM Terminals-ის მაღალკვალიფიციური ადგილობრივი ტექნიკური და საინჟინრო ჯგუფის მიერ ფოთში გაკეთდა ორი დამატებითი ბუნკერი, რაც კიდევ უფრო მეტ მოქნილობას აძლევს ოპერაციებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მმართველი დირექტორის ხულიან ფერნანდესის განცხადებით, ინვესტიციები და ინფრასტრუქტურის მუდმივი გაუმჯობესება „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ პარტნიორებისთვის მეტად მიმზიდველ ადგილს გახდის.

 

„ჩვენ ტვირთი გადაგვაქვს მსოფლიო მასშტაბით და ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი პორტი გავხადოთ მეტად უსაფრთხო და უკეთესი ადგილი; ვზრუნავთ ჩვენს ხალხსა და მომხმარებლებზე და ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ გავხადოთ მომსახურება უფრო პროდუქტიული, ეფექტური და სანდო ჩვენი დაინტერესებული მხარეებისთვის. მჯერა, რომ ეს ინვესტიციები და ინფრასტრუქტურის მუდმივი გაუმჯობესება გახდის „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ მეტად მიმზიდველ ადგილს ჩვენი პარტნიორებისთვის“, - აცხადებს ხულიან ფერნანდესი.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up