ეკატერინე დგებუაძე: საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის გასაახლებლად განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კვლევის ჩატარებას გეგმავს

ეკატერინე დგებუაძე: საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის გასაახლებლად განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კვლევის ჩატარებას გეგმავს

access_time2021-09-03 10:50:00

განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კვლევის ჩატარებას გეგმავს, რათა მოხდეს იმ სოფლების გამოვლენა, სადაც კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზანია არის ის, რომ ახალი სასწავლო წლისთვის საკლასო ოთახებში მოსწავლეთა ნაწილი მაინც დაბრუნდეს.

„ამ კვლევის შედეგები სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. მაღალი მოლოდინი იმისა, რომ არა მთლიანად საქართველოში არსებული ყველ სკოლა გააგრძელებს დისტანციურად სასწავლო პროცესს, არამედ იმის დაშვებაც, რომ მოსწავლეთა ნაწილი დაბრუნდეს საკლასო ოთახებში, ეს არის ერთ-ერთი გზა. თუმცა, თუ ჩვენი საზოგადოება დაიცავს ყველა რეგულაციასა და წესს - არსებული ინფიცირების შემთხვევები კი აჩვენებს, რომ დღეისთვის სწორედ ბავშვებში ხდება დაავადების გავრცელება, ეს არის თითოული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ დავბრუნდებით თუ არა საკლასო ოთახებში. ამისთვის განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ყველა ნაბიჯს დგამს, ამ მიზნით შესწავლილი გვაქვს ინტერნეტთან წვდომა, გარემო, ტექნიკის მდგომარეობა - შესაბმისად, ყველა ამ გათვლასთან ერთად დაიწყება აღნიშნული კვლევა და გვინდა მივცეთ თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოსწავლეს იმის შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ“, - განაცხადა დგებუაძემ.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვი კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნდება.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up