ეკატერინე მიქაბაძე - მცირე და საშუალო ბიზნესში ციფრული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს

ეკატერინე მიქაბაძე - მცირე და საშუალო ბიზნესში ციფრული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს

access_time2021-07-02 21:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული მხარდაჭერის ახალ პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო მეწარმეობაზე და ამავე დროს ნათლად წარმოაჩინა ციფრული სერვისების შესაძლებლობები. თავის მისალმებაში, ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, 2021 წლის მაისში ინიციირებული პროექტის მიზნები და განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. მინისტრის მოადგილემ განსაკუთებულად გაუსვა ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ახალ სტრატეგიას, რომელშიც ერთერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებას ამ სექტორში ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, „ამავე სტრატეგიაში, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებშიც არაერთი აქტივობაა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესში ციფრული სამეწარმეო კულტურის და ციფრული უნარების განვითარებას.“




შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარებას, შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2019 – 2025 წლებისათვის. ცალკე გამოვყოფ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარე log-in Georgia პროექტს - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნეტ-ჩართულობას. ასევე აღვნიშნავ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელსაც ადგილობრივ თემებთან ერთად ვახორციელებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულმა პროგრამამ დიდი სარგებელი მოუტანა ქვეყნის მთიანეთში მცხოვრებ მიკრო და მცირე მეწარმეებს,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up