ეკატერინე ტიკარაძე გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“: პანდემიის დროს, ჩვენ თითქმის არ გვქონია შემთხვევა, ადამიანების ინფიცირების წყაროსთვის რომ ვერ მიგვეგნოს

ეკატერინე ტიკარაძე გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“: პანდემიის დროს, ჩვენ თითქმის არ გვქონია შემთხვევა, ადამიანების ინფიცირების წყაროსთვის რომ ვერ მიგვეგნოს

access_time2020-07-29 14:13:51

მოცემული დროისთვის მდგომარეობა საქართველოში სტაბილურია. ჩვენ ყოველდღიურად მხოლოდ ძალიან დაბალი რაოდენობის შემთხვევები გვიფიქსირდება, ზოგიერთ დღეს კი, საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„პანდემიის მიმდინარეობისას, ჩვენ თითქმის არ გვქონია შემთხვევა, როცა ვერ შევძელით ადამიანების ინფიცირების წყაროს მიგნება. ეს იქედანაც გამომდინარეობს, რომ არ გვაქვს მოსახლეობის დიდი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვახერხებდით კონტაქტების შემთხვევების დადგენას, რაც ჩვენი წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. გერმანიის მსგავს ქვეყანაში, სადაც 83 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს, ეს რა თქმა უნდა, ბევრად რთული იქნებოდა.

 

ახლა ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა შესაძლო მეორე, მესამე ან მეოთხე ტალღაც კი რაც შეიძლება სწრაფად ჩავახშოთ, ისევე, როგორც ეს პირველი ტალღის დროს მოვახერხეთ. დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენ მიერ შემუშავებულ კორონას აპლიკაციაზე, რომელიც გვიადვილებს კონტაქტების აღმოჩენას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი იყენებს ამ აპლიკაციას, ასე რომ გვიწევს კონტაქტების დადგენის სხვა ხერხების გამოყენებაც.


 

თუმცა, პარალელურად ვცდილობთ, დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გამოიყენონ. მნიშვნელოვანია, გამჭვირვალედ ავუხსნათ მოსახლეობას, რომ შეიძლება მეორე ტალღა დადგეს, რომელიც უფრო მძიმედ ჩაივლის, ვიდრე პირველმა ტალღამ ჩაიარა. ჩვენთვის ეს სცენარი ცნობილია სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების შემთხვევებიდან. თუ მოსახლეობა არ იქნება მზადყოფნაში, არც ერთი ღონისძიება არ იქნება საკმარისად ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up