საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ საშუალებას მისცემთ, საკოორდინაციო საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაციასაც დააყენებენ.
„კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან. მათთან პირველად დაიტესტა მწვანე პასპორტი, რის შემდეგაც ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა და დავაკვირდით, თუ როგორი იყო შემდეგ გავრცელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიურ რიცხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, ჩვენ წამოვაყენებთ ასევე საბჭოზე რეკომენდაციას, რომ მათი გახსნაც მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
1- ლი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება, თუმცა საკლუბო სექტორი ვერც ამ რეგულაციებში მოხვდა და მათთვის მუშაობა კვლავ აკრძალულია. საკლუბო სექტორი ერთადერთია, რომლსაც უკვე 21 თვეა მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. კლუბის “ხიდი“ დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი „კომერსანტთად“ საუბრობდა, რომ ყველაფრის მიუხედავარ ხიდი 3 დეკემბერს მუშაობას განაახლებს.