ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ეკატერინე ტიკარაძე შეუერთდა, - ინფორმაციას სააგენტო PIA ავრცელებს.
რექტორის მოადგილის რანგში, ეკატერინე ტიკარაძე უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება.
ეკატერინე ტიკარაძე 2019-2021 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.
2008-2013 წლებში კი ტიკარაძე შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.