ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-09-24 12:00:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



სესიის მთავარი თემა პანდემიასთან და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები იყო.



საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ისაუბრა ვირუსის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობასა და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე.



უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელია სექტორთა შორის მჭიდრო თანამშრომლობა და კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება.



„მადლობას გიხდით პატივცემულო თავმჯდომარევ, რომ მომეცით დღევანდელ დისკუსიაში საქართველოს სახელით მონაწილეობის შესაძლებლობა.
2020 წელს მსოფლიო დადგა კაცობრიობის უდიდესი გამოწვევის ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის პანდემიის წინაშე, რომელიც სახელმწიფოების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და ადამიანური დანაკარგი, სამწუხაროდ კვლავ მაღალია. სწორედ ამიტომ, ჩვენი უპირველესი მიზანი არის და უნდა იყოს პანდემიისთვის მზაობის გაძლიერება, როგორც ეროვნულ, ისე გლობალური დონეზე.



გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელია სექტორთა შორის მჭიდრო თანამშრომლობა და კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება, როგორიც არის აქტიური ბიოლოგიური ზედამხედველობა და ეპიდემიოლოგიური კონტროლი; ასევე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობების გაზრდა და რაც მთავარია პრევენციის ღონისძიებების გაძლიერება.



პანდემიამ ასევე გამოავლინა ქვეყანაში კოორდინაციის დამატებითი მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობა პირველად ჯანდაცვას, ჰოსპიტლებსა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურებს შორის“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.


მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ კომიტეტზე გამოსვლისას ყურადღება ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პანდემიამ სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა დააჩქარა.


„ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად და ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საფრთხეებზე რეაგირების კუთხით.


ახალი კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, განხორციელდა სრულიად ახალი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროების გამოყენება როგორც საეჭვო შემთხვევების, ისე კოვიდის მქონე პაციენტების მართვისთვის, რომელიც მოწონებულ იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.


ჯანდაცვაში ტელემედიცინისა და ციფრული ტექნოლოგიების როლი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა პანდემიამ, რამდენადაც დისტანციური სერვისების საშუალებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მობილობა და დაავადების გავრცელება კლინიკებში. საქართველომ, პანდემიის დასაწყისში ელექტრონული მომსახურების წარმატებული პრაქტიკა დანერგა ონლაინ-კლინიკების სახით, რომელიც დღემდე ეფექტურად ახორციელებს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვას.


ამ გზით ჩვენ არამხოლოდ შევქმენით მკურნალობის მოსახერხებელი მექანიზმი, ასევე მოვახდინეთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენცია და განსაკუთრებით კი, შევამცირეთ პერსონალის ინფიცირების რისკები“,-განაცხადა მინისტრმა.


ეკატერინე ტიკარაძემ საკუთარი გამოსვლა ვაქცინაციაზე საუბრით დაასრულა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხში გარდამტეხი როლი COVAX პლატფორმამ შეასრულა, რომელიც მინისტრის განცხადებით ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმია.


„ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. საქართველოს ვაქცინებით უზრუნველყოფის საკითხში გარდამტეხი როლი შეასრულა COVAX პლატფორმამ, რომელიც ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმია. გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა მნიშნველოვანია არამხოლოდ ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ სიკეთეებზე, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტებია.


კითხვაზე „თუ რა გვასწავლა კოვიდ პანდემიამ“, პასუხი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: პანდემიისთვის მზაობის უზრუნველყოფის აუცილებლობა; ადამიანური რესურსის გაძლიერება გადაუდებელი რეაგირების კუთხით; კოორდინაციის დამატებითი მექანიზმები პირველად ჯანდაცვას, ჰოსპიტლებსა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურებს შორის; სახელმწიფო სექტორის გაძლიერების აუცილებლობა, საინფორმაციო/დიგიტალური სისტემების მნიშვნელობა და სექტორთა შორისი თანამშრომლობა“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესიაში მონაწილეობისას განაცხადა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up