ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში საქართველოს 300-მდე მოქალაქე უკვე დასაქმდა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში საქართველოს 300-მდე მოქალაქე უკვე დასაქმდა

access_time2021-12-13 15:50:00

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში საქართველოს 300-მდე მოქალაქე უკვე დასაქმდა, დასაქმების პროცესი მიმდინარეობს ისრაელშიც და ამ მიზნით ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანასთან გაფორმდება.


როგორც ტიკარაძემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ პროგრამაში პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც დიდი ინტერესი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებოდნენ.



„მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები განხორციელდა, რომელიც ეხება ცირკულარულ მიგრაციას დასაქმების კუთხით. 300-მდე ადამიანი დასაქმდა ამ პროგრამით გერმანიაში, ასევე მიმდინარეობს ინტენსიური დასაქმება ისრაელში, ევროპის არაერთ ქვეყანაშია კიდევ ხელი მოწერილი და დამატებით კიდევ მოეწერება. ეს უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეულ და დაცულ დასაქმებას უცხო ქვეყნებში, სადაც მათ ეცოდინებათ, რომ ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს ძალუძს, ჩაერთოს გამოწვევაში და ჩვენი მოქალაქის დასაცავად დადგეს.


პრობლემები, რა თქმა უნდა, იყო, რადგან ეს პროგრამა ახალი იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს მიმართულება განვახორციელეთ. მაგრამ ვთვლი, რომ რეაგირება წარმატებული იყო - იყო მყისიერი რეაგირება ყველა გამოხმაურებაზე. ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც ასევე იყო დიდი ინტერესი და სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახმარებოდნენ. მათი უფლებები გასწორებულია ადგილობრივი მოქალაქეების უფლებებთან და ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მოქალაქეები ტრეფიკინგისგან დავიცვათ”,- განაცხადა ტიკარაძემ.



ტიკარაძემ პრეზენტაციაზე კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამაზე, სოციალურ კოდექსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია და დარწმუნებულია, რომ სამინისტრო აღებულ გეზს გააგრძელებს.


“ვთვლი, რომ სოციალური კოდექსი არის ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროპული ოჯახის წევრი ვართ და ჩვენი გეგმა არის ევროპული ოჯახის წევრობის კიდევ უფრო განმტკიცება ჩვენს საზოგადოებაში, არამედ ეს არის საზოგადოებისთვის ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, თითოეულ მოქალაქეს მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი გამოწვევის დაძლევისას დავეხმაროთ. სოციალური კოდექსი პასუხობს ბევრ მიმართულებას, ეს შეეხება როგორც ჯანდაცვის მიმართულებას, ასევე კლინიკების დაფინანსებას და სხვადასხვა ტიპის დაზღვევას, რომელიც უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მათი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გადაზღვევას, რაც შეიძლება გულისხმობდეს დროებით უმუშევრობას, საპენსიო კუთხით რეფორმებს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სამინისტრო აღებულ გეზს გააგრძელებს”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



IPN.GE










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up