ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ

ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ

access_time2022-04-10 11:30:55

საქართველოს ეკო-ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ნორვეგიის სამოგზაურო და ეკო-ტურისტული გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

საქართველოს ბრიტანული Geographical-ის, BirdLife-ის, გერმანული Weser Kurier-ის, NABU Magazin Naturschutzheute-ის, Saechsiche Zeitung-ის, Berlin Brandenburger Naturmagazin -ის, Nationalpark-ის, Saechsische Bergsteiger Verbund-ის, Geographische Rundschau-ის, GEO Magazine-ის, დაცული ტერიტორიების შემსწავლელი საერთაშორისო პლატფორმის International platform LT&C Linking tourism and Conservation, ფრინველებზე დაკვირვების ნორვეგიული ჟურნალის Vår Fuglefauna-ის, იტალიური გამოცემა Focus magazine-ის და WWF PANDA magazine-ის მეცნიერები და მკვლევრები ეწვივნენ.

„ ვფიქრობ ტურიზმს დიდი როლის შესრულება შეუძლია ამ ადგილების პოპულარიზაციისთვის. დღეს მრავალი სახეობის ფრინველი ვნახეთ, ეს ადგილი ძალიან მიმზიდველია ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის, ჩვენ 52 სახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც ჩემი ორგანიზაცია იკვლევს და მათ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რაც ხელსშეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების მოზიდვას. საქართველოს 18 წელია ვიკვლევ. ჩვენ დავიწყეთ კავკასიაში ეროვნული პარკების მხარდაჭერის პროგრამა. ვფიქრობ საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცენტრსწარმოადგენს"-აცხადებს World Wide Fund for Nature-ის ექსპერტი პიტერ პოგოში.

„20 წელზე მეტია კავკასიის რეგიონს ვიკვლევთ და მხარსვუჭერთ ბუნების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად ეროვნული პარკების შექმნის, დაცვისა და განათლების მიმართულებით. ვფიქრობ აუცილებელია კავკასიის უნიკალური, მრავალფეროვანი ბუნების წარმოჩენა და გაზიარება, რომ ადამიანებმა მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობა იხილონ. ჩვენ მადლობლები ვართ როგორც საქართველოს მთავრობის, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ამ ადგილებს იცავენ. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ეს სილამაზე გერმანიას და მთელ ევროპას".-ამბობს ჟურნალ NABU-ის საერთაშორისო რედაქტორი თომას თენარი.


"საქართველოში პირველად არ ვარ, მაგრამ ყოველ ჩამოსვლაზე აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნით, რომელიც მცირე ზომის მიუხედავად ბიომრავალფეროვნებით, შესანიშნავიკულტურით, საოცარი სტუმარმასპინძლობით, ულამაზესი ეროვნული პარკებით გამოირჩევა. თუნდაც ერთკვირიანი ვიზიტით თქვენ ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენთ და მე ვაპირებ მოვამზადო სტატია ამ ყველაფრის შესახებ. ვფიქრობ საქართველო ევროპის ჯერ კიდევ დაფარული მარგალიტია, რომლის შესახებაც ბევრს სმენია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი არჩამოსულა საქართველოში, აუცილებლად მოვუთხრობ მკითხველს ამ ეროვნული პარკის შესანიშნავი მცველების შესახებ, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ აქაურობა დაცული იყოს".- აცხადებს დიდ ბრიტანეთში ბუნების დაცვის ორგანიზაციის RSPB წევრიჯიმ ვოდელი.

ტურის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლებმა თბილისი, სიღნაღი, დავით-გარეჯი მოინახულეს. ტურის მონაწილეებმა დაცული ტერიტორიები: ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი დაათვალიერეს, სამოგზაურო მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფრინველები და ცხოველები გადაიღეს.

ტურის მონაწილეები კახეთში ღვინის მარნებს ესტუმრებიან, გაემგზავრებიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გამოცემების მეცნიერები და მკვლევრები ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია საბუკოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა და BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორია.

ტურის მონაწილეები საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკო-ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის (Bird Watching) განვითარებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up