შვედეთმა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში მგლების ყველაზე დიდი ხოცვა დაიწყო. მთავრობამ მონადირეებს ნება დართო, მგლის 460 ადგილობრივი პოპულარიზაციიდან 75 მოკლან.
ევროპის კონსერვაციის ორგანიზაციებმა უკვე გააფრთხილეს სტოკჰოლმი, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ქვეყნის მგლების პოპულაციას.
ეკოაქტივისტები აღნიშნავენ, რომ შვედეთში მგლების პოპულაცია შედარებით მცირეა, მაგალითად, იტალიასთან შედარებით. შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო საფრთხე შეუქმნას სახეობას და წაახალისოს სხვა ევროპული ქვეყნები მიჰყვნენ მათ.
შვედეთის მონადირეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, გუნარ გლორსენმა გაზეთ The Guardian-ს განუცხადა, რომ ნადირობა „აბსოლუტურად აუცილებელია მგლების პოპულაციის ზრდის შენელებისთვის“. მისი თქმით, ახლა ამ სახეობის რაოდენობა შვედეთში პიკს აღწევს.
მაგრამ Guardian-ის მიერ გამოკითხული ველური ბუნების ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ სტოკჰოლმის გადაწყვეტილება არღვევს ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციას.
მარი სტეგარდმა, ანტი-ნადირობის ჯგუფის Jaktkritikerna-ს პრეზიდენტმა განუცხადა Guardian-ს, რომ „მგლები, როგორც მთავარი მტაცებლები კვების ჯაჭვში, ბიომრავალფეროვნების წინაპირობაა“.
მისი თქმით, მგლების პოპულაციის მეოთხედის მოკვლა უარყოფით შედეგებს მოიტანს შვედეთის მთელ ეკოსისტემაზე, ვინაიდან ამ სახეობის არსებობა ხელს უწყობს მთელი ცხოველური და მცენარეული სამყაროს გამდიდრებას.
„ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულია ჯანსაღ ეკოსისტემებზე“, დასძინა სტეგარდმა.
მაგრამ შვედეთის პარლამენტი მომხრეა მგლების რაოდენობის 170 ინდივიდამდე შემცირების - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ევროკავშირის ჰაბიტატებისა და სახეობების დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნავს TRT World.