ეკონომიკაახალი ამბებიუცხოეთიგერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს

ეკონომიკაახალი ამბებიუცხოეთიგერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს

access_time2022-07-18 11:45:03

გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად.

 

ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream 2 AG-ს, ვალდებულების სახით, 12 მილიონი ევროს გადაუხდის. Reuters-ი წერს, რომ Nord Stream 2 AG კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

 

გერმანიამ $11 მილიარდიანი პროექტი თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ შეაჩერა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაშინ აცხადებდა, რომ კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდებოდა, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მისი მთავრობა ზომებს იღებს.

 


გაზსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებული იყო, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდებოდა, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთდნენ უკრაინის საზღვარს.

 

აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, რომ ზომები, მათ შორის სანქციები მიეღო (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდებოდა, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებდა.

პროექტის შესახებ

ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებდა, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდიდა რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგინებდა უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებდა ევროპა ბუნებრივ აირს.


europetime.eu

თეგები:
Nord Stream 2



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up