ეკონომიკის $1 მილიარდიანი დანაკლისი საკომპენსაციო გეგმა - სპეციალისტების რჩევები მთავრობას

ეკონომიკის $1 მილიარდიანი დანაკლისი საკომპენსაციო გეგმა - სპეციალისტების რჩევები მთავრობას

access_time2022-04-18 10:00:07

„საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დანაკარგი მიიღოს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ საუბრისას აღნიშნა.


კაკაურიძის განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაზეც ბიუჯეტი არის დაგეგმილი, შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი იყო, ვერ მოხდება და ვერც ექსპორტ-იმპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება, ყველა მათგანი საბაზისო სცენართან შედარებით შემცირდება.


როგორც „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მეტი დეტალი არ არის ცნობილი, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, თუ რა მიმართულებით იქნება დანაკლისი, ასევე როგორ გეგმავს მთავრობა აღნიშნული მილიარდის შევსებას.


სანამ მთავრობა მიმდინარე წლის ბიუჯეტს გადახედავს და სავარაუდო დანაკლისის შევსების გზებს იპოვის, ანალიტიკოსებმა უკვე დათვალეს უფრო კონკრეტულად რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.



თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ „კომერსანტთან“ განმარტა, რომ „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის წმინდა დანაკარგი 100-200 მლნ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.


„მილიარდი დოლარის დანაკარგზე საუბარისას, რაც ზოგიერთი წყაროს მიხედვით გაჟღერდა, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ წმინდა დანაკარგზე ვსაუბრობთ, ანუ იმპორტის შემცირების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია დანაკლისი 2022 წლის ომამდელ სცენართან განიხილება, თუ 2021 წელთან შედარებით. ამდენად, 1 მილიარდიან დანაკარგს, მითუმეტეს რისი დაკომპენსირებაც არის საჭირო, უარეს სცენარშიც არ ველით. საქართველოს ეკონომიკის წმინდა დანაკარგი ჩვენი ბოლო შეფასებით 100-200 მლნ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოსა და მარტში იკლო, მაგრამ მიგრაციის ეფექტია აქ მნიშვნელოვანი, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი კი დაახლოებით 100-200 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს“, — ამბობს ოთარ ნადარაია.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა „კომერსანტთან“ საქართველოს ბიუჯეტის დაკორექტირების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობას სხვადასხვა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება მოუწევს. ამ ფონზე კი ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცა უკვე აუცილებელი ხდება, რადგან დამატებით დიდი მოცულობის საგარეო ვალის აღების რესურსი ქვეყანას უკვე აღარ აქვს.


„სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, ასევე მცირე ვალის აღებაც მოგვიწევს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ უკრაინის ომის გამო მიღებული ზარალი აანაზღაუროს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ეკონომიკის 6%-იანი ზრდა არარეალისტურია, საუკეთესო ვარიანტში 2-3%-იან ზრდას ვვარაუდობთ. როცა ასეთი მასშტაბური შოკია რეგიონში, ის ჩვენზეც აისახება, პირველ რიგში ბიუჯეტზე, ის დაგეგმილია 6%-იან ზრდაზე, ამიტომ აუცილებელია გადახედვა. მაღალი ვალიც ახსენა მინისტრის მოადგილემ და ის ფისკალური სივრცე, რაც გვქონდა პანდემიის პერიოდში, თითქმის მთლიანად ამოვავსეთ, ამიტომ ამ დანაკლისის შევსება მხოლოდ ვალით ვერ იქნება შესაძლებელია, აუცილებელია ხარჯების ოპტიმიზაცია“, - ამბობს კეშელავა.


ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცის აუცილებლობაზე საუბრობს საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძეც და „კომერსანტთან“ ამბობს, რომ არა კონკრეტულად რომელიმე სფეროს, არამედ ზოგადად ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა უნდა მოხდეს, განსაკუთრებით სიპებსა და ააიპებში.


„სავარაუდოდო ეს დანაკლისი იქნება ეკონომიკური ზრდის ხარჯზე მიღებული საგადასახადო შემოსავლების ნაწილიდან. 19 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 1 მილიარდი საკმაოდ დიდია, ეს კი უნდა დავაკომპენსიროთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, განსაკუთრებით სიპების და აიპების მიმართულებით, სადაც არის გაბერილი შტატები, ასევე არააუცილებელი ხარჯები, მაგალითად წელს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის დაგეგმილია ავტოპარკის განახლება, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ ავტომობილებს მოიცავს. ახლა ქვეყანას ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა უწყებამ ერთდროულად განაახლოს ავტოპარკი. მსგავსი არაერთი გეგმა არის და ვფიქრობ, ასეთი არასასწრაფო ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს“, - აღნიშნავს ანა გოგოლაძე.


IDFI-ში კი განმარტავენ, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ მოსალოდნელია დაახლოებით 114 მლნ. აშშ დოლარით იზარალოს საშუალო სცენარით და -500 მლნ. აშშ დოლარით შეზღუდვების სცენარით. ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ინვესტიციების კლებას აკომპენსირებს ფულადი შემოდინებების ზრდა ტურიზმის სექტორში და იმპორტის შემცირება, რომელიც ამცირებს ფულად გადინებას ქვეყნიდან.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up