„ეკონომიკის აღდგენა, რაც 2020 წელს დაგვაკლდა, 2021 წელს მოხდა“

„ეკონომიკის აღდგენა, რაც 2020 წელს დაგვაკლდა, 2021 წელს მოხდა“

access_time2022-09-07 11:00:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა, რაც, მისივე შეფასებით, თავდაპირველად დაგეგმილ 4,3%-თან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.


„ეკონომიკის აღდგენა, რაც 2020 წელს დაგვაკლდა, 2021 წელს მოხდა. დადებითმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მოგვცა საშუალება მეტი შემოსავლები მიგვეღო. გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი და ჩვენ 2-ჯერ მოვახდინეთ ბიუჯეტში ცვლილებები - ივლისში და დეკემბერში“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტი გიზარდა 1 400.0 ლარით. გიორგი კაკაურიძის თქმით, 25%-ით გაიზარდა საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი - გამოშვებული პროდუქციის ღირებულების მაჩვენებელი. გასულ წელთან შედარებით 51 000-ით მეტი სამუშაო ადგილი იყო ქვეყანაში. 2021 წლის ბოლოს ინფლაციის დონე 13.9% იყო. 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 326.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 25.7 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი - 10 084.4 მლნ აშშ დოლარს.


„საანგარიშო პერიოდში მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილმა 21.1 %-ს შეადგინა; თურქეთის - 15.0 %; რუსეთის - 11.4 %“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.



მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წელს წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 24 %-ით გაიზარდა და 2 032.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 101.6 პროცენტით და შეადგინა 1 152.8 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო 14 928 250.0 ათასი ლარის მობილიზება, ფაქტობრივად კი, მობილიზებული იქნა 15 142 672.8 ათასი ლარი. რაც შეეხება გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელს, განსაზღვრული იყო 13 271 250.0 ათასი ლარი, ხოლო მობილიზებულ იქნა 13 379 960.6 ათასი ლარი. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 457 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 494 447.1 ათასი ლარი. სხვა შემოსავლებიდან მიღებულია 1 268 265.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.7%.


გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, მიღებულია 12 750 272.7 ათასი ლარი; გადასახადებში მობილიზებული იქნა 11 439 488.6 ათასი ლარი; გრანტებში 487 106.9 ათასი ლარი; სხვა შემოსავლების სახით კი მიღებულია 823 677.1 ათასი ლარი.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2021 წელი 2020 წელთან შედარებით, ფისკალური თვალსაზრისით, უკეთესი იყო.


„ფისკალური თვალსაზრისით, 2021 წელი 2020 წელთან შედარებით უკეთესი იყო. შარშან წლის განმავლობაში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ორჯერ განხორციელდა. ჯამში ბიუჯეტის ასიგნებები, რომელიც თავდაპირველად იყო 18 მილიარდ 385 მილიონი ლარი, გაიზარდა მილიარდ 411 მილიონი ლარით და 19 მილიარდ 796 მილიონი ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, ამ ცვლილებებით, 2021 წელს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და დევნილთა ასიგნებები ჯამურად გაიზარდა - 976 მლნ. ლარით, ასიგნებები სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და გარემოს დაცვის მიმართულებით - 177 მლნ. ლარით, თავდაცვის ხარჯები - 90 მლნ. ლარით, პროგრამა განახლებული რეგიონები - 90 მლნ. ლარით, განათლების ხარჯები - 40 მლნ. ლარით. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის მიმართულება - 31 მლნ. ლარით და ა.შ.


„2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შუალედური ანგარიშები, რეგლამენტის შესაბამისად, განვიხილეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. თანამომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გასული წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე.


„ინფლაცია შარშან და წელსაც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკის და საზოგადოების. ცხადია ეს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა და მანდატია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობა, რათა ინფლაციის მაჩვენებელი მაქსიმალურად სწრაფად დაუახლოვდეს მიზნობრივ დონეს, ფასები რეალურად შემცირდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up