„ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან

„ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან" -გიორგი ქობულია

access_time2020-12-05 12:45:22

შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს დიდი ტურისტული ნაკადი.

მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშაონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მანამდე კი გიორგი ქობულიამ გადაცემაში ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანამ მეტი სესხი უნდა აიღოს.

„ხედავთ, რომ მხარში გვიდგანან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებმაც განსაზღვრული თანხები უკვე გამოგვიყვეს. თუ ჩვენ დავინახავთ, ძალიან რთული ვითარებაა, ვთვლი, რომ დამატებითი დახმარება უნდა გამოვიყენოთ. ვგულისხმობ იმას, რომ თუ საჭირო იქნება კიდევ მეტი სესხი უნდა ავიღოთ, როგორც ქვეყანამ. დღეს არის იმის დრო, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, თავი მივიტანოთ იქამდე, სანამ გაიხსნება ტურისტული ნაკადები, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემომტანი. ჩვენი ძირითადი სფერო ეს არის, სადაც გვაქვს ზრდა და გვაქვს სამუშაო ადგილები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა ქობულიამ.

ქობულიას თქმით, ეკონომიკის აღდგენის და დაახლოებით 2019 წლის ნიშნულის დაბრუნებაზე თავისთავად გავლენას ახდენს ვაქცინა. მისი თქმით, „ჩვენ რომ ვივარაუდოთ და კარგი სცენარით წავალთ, საქართველოში მოხდება ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 2023 წელს უნდა დავუბრუნდეთ 2019 წლის ნიშნულს“.


„მაგალითად, არის სხვადასხვა საშუალება იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ეკონომიკურ აღდგენას. შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთის ფედერაციასთან, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. სახელმწიფოს, მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშაონ, როდესაც მოვა დრო, მოხდეს ამის აღდგენა. როგორც ვიცით, მილიონნახევარი ტურისტი შემოდიოდა რუსეთის ფედერაციიდან და მათ შემოჰქონდათ ყველაზე დიდი თანხა საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ქობულიამ.

bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up