ეკონომიკის ექსპერტი:  საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია  რეიტინგის გაუარესების გარეშე, რაც  მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რაც მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

access_time2021-09-21 12:55:13

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის აგვისტოს თვის შეფასების შემდეგ, როდესაც სააგენტომ  დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ პანდემიამდელ დონეზე გააუმჯობესა, კიდევ ერთმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. სააგენტო, დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას,  როგორც  პანდემიამდელ პერიოდში, რამაც შექმნა მყარი ფინანსური ბალიში ქვეყანა ნაკლები ზარალით შეხვედროდა კოვიდ კრიზისის ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე, ასევე  პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე მეტად დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.



ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ,  რეიტინგის  და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის,  მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.



Moody's-ს პროგნოზითაც, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7 პროცენტზე მაღალი იქნება( 7.3%) რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა სისტემური პრობლემები, რის შედეგადაც დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა მთელ მსოფლიოში.




„2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებას საფუძვლად უდევს მოხმარების სტიმულირების მხარდამჭერი ფისკალური პოლიტიკა და რეგიონული ტურიზმის სტაბილური აღდგენის ნიშნები. ამასთან, ფულადი  გზავნილებისა და სასაქონლო ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება მნიშვნელოვანი ზრდა. Moody's ელოდება, რომ მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და 4-5% ფარგლებში იქნება, რაც განპირობებული იქნება პროდუქტიულობის ზრდის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებით სოფლის მეურნეობის და წარმოების სექტორებში, ექსპორტის შემდგომი დივერსიფიცირებით და ზრდით,  მათ შორის ევროპულ ბაზრებზე,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.  



ეკონომიკის ძლიერი გაჯანსაღებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, Moody’s-ის შეფასებით, 2021 წელს ფისკალური დეფიციტი 5.3%-მდე, ხოლო 2022 წელს 3%-მდე შემცირდება.  სარეიტინგო კომპანიის პროგნოზითვე სახელმწიფო ვალი 2024 წელს 53%-მდე შემცირდება.



„ნიშანდობლივია, რომ სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად,  რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ასახავს ხედვას, რომ რისკები არის დაბალანსებული.  Moody’s-ისვე მოლოდინით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის დივერსიფიკაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ სიძლიერეს და შესაბამისად, მხარს დაუჭერს რეიტინგის გაუმჯობესებას, რაც რეალურს ხდის მთავრობის მოლოდინს, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიდეთ უფრო მაღალ, საინვესტიციო რეიტინგზე, რაც პირდაპირი გზავნილი ინვესტორებისათვის, უფრო აქტიურად განახორციელონ ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.



მისი თქმით, საქართველოს მიმართ სამივე წამყვანი სარეიტინგო კომპანიის შეფასებებმა ნათლად დაადასტურა, სარეიტინგო კომპანიების სანდოობა ქვეყნის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების მიმართ. „რაც მთავარია, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე, რაც  მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე და ამ.კრიტიკის სპეკულაციურ და სუბიექტურ ხასიათზე მიუთითებს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up