ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

access_time2022-02-09 14:00:52

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  ამ თანამდებობაზე 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ნათია თურნავას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ანაცვლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 9 თებერვალს მიიღო.

 

ვინ არის ლევან დავითაშვილი

 

ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას 2016 წლის 9 სექტემბრიდან იკავებს. 

 

2021 წლიდან დღემდე ის ვიცე - პრემიერის  მოვალეობას ასრულებს.

 

2014 - 2016 წლებში დავითაშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.

 

2012 - 2014 წლებში ის საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

 

2010-2011 წლებში საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე იყო.


 

მანამდე 2010-2011 წლებში კი ამავე კავშირის გამგეობის წევრი იყო

 

2009 - 2012 წლებში  დავითაშვილს შპს ,,SCHUCHMANN WINES GEORGIA” - ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

2007-2009 წლებში  ის USAID - ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage - ის მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

2002-2007 წლებში შპს ,,წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერი თანამდებობაზე მუშაობდა.

 

1999-2001 წლებში მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის მთავარი ბიზნეს - კონსულტანტი იყო.

 

1999 – 1999 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი იყო

 

1997 – 1999 წლებში კი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი იყო.

 

განათლებით ლევან დავითაშვილი  ეკონომისტია და ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა.  ამავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს მილანის ბიზნესის მართვის  მაგისტრის ხარისხიც აქვს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up