ეკონომიკის მინისტრი - სიღარიბის დაძლევა  ყველაზე მთავარი გამოწვევაა

ეკონომიკის მინისტრი - სიღარიბის დაძლევა ყველაზე მთავარი გამოწვევაა

access_time2022-05-27 22:25:35

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას და მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას ასახელებს. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.


„ყველაფერი კეთდება ზუსტად იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ფასების ზრდის უარყოფითი გავლენა შევამციროთ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას და გაიზარდოს შემოსავლები ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან საბოლოოდ ჩვენ ყველას გვესმის, სიღარიბის დაძლევა ყველაზე მთავარი გამოწვევაა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილი დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს - საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა, პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით ის 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და 19.4% -ს შეადგენს.



მისი თქმით, ასევე საგულისხმოა, რომ 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა - 21.3%-დან 17.5%-მდე.


„ეს სწორედ ეკონომიკის გაჯანსაღებამ გამოიწვია და იმან, რომ გაიზარდა ექსპორტი, მეტი ტურისტი მოვიზიდეთ და ამ კუთხით მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას მეტად შევუწყეთ ხელი. მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ კონკრეტულად, ობიექტურად, სტატისტიკური მონაცემებით შეფასებული და დადასტურებული იყოს, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ზუსტად ამით იზომება. რა თქმა უნდა, კვლავ რჩება უამრავი გამოწვევა და აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობაში სიღარიბე შემცირდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up