ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

access_time2022-06-17 12:40:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებსა და ბიზნესგარემოს მიეძღვნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ჟენევის ვაჭრობის, მრეწველობისა და სერვისების პალატის პარტნიორობით, ჩატარდა.


შვეიცარიის საქმიან წრეებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალისა და განახლებადი ენერგიის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მიმართულებებით საინვესტიციო შესაძლებლობებზე.


მინისტრის მოადგილემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და კერძო სექტორის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, საგარეო შოკების მიუხედავად, პოზიტიურია დინამიკა ეკონომიკური აქტივობის, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით.


გენადი არველაძის განცხადებით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა, ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო. მისი თქმით, იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს, თუმცა სავსებით რეალისტურია უფრო მაღალი ზრდაც.



მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს და შვეიცარიის ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნა, რომ მათ განვითარებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ. გენადი არველაძის თქმით, მხოლოდ 2022 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა შვეიცარიასთან 34 პროცენტით, ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი შვეიცარიის ბაზარზე 45 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად სჭირდება ათვისება.


გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აგრეთვე საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ლოგისტიკური მიმართულების შესახებ, სადაც ტვირთბრუნვა რეგიონში რთული გეოპოლიტიკური მოქმედებების დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მსხვილ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდ აშენდება.


მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე, რამაც შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.


მრგვალ მაგიდაში შვეიცარიის მხრიდან მონაწილეობდა ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტრო) SECO და 40 – ზე მეტი შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები.


ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და შვეიცარიის გაერთიანებულ სავაჭრო პალატას შორის.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up