ეკონომიკის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

ეკონომიკის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

access_time2023-03-01 18:00:42

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) თანამშრომლობით, 26-28 თებერვალს საქართველოში პირველი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა. მასში  მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. აღნიშნული ოლიმპიადა ახალგაზრდებს შორის ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა.


ოლიმპიადა საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში იმართება, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია ეკონომიკური განათლების ინსტიტუტი (INEV) წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.


აღსანიშნავია, რომ რეგიონიდან მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა და დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.


საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადაზე მოსწავლეების  მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, მათ შორის რეგიონებში, საიდანაც მოსწავლეების ჩართულობა 70% იყო.



“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის.  ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარია. სწორედ ამიტომ,   ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში გვსურდა, რეგიონში მცხოვრები რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაგვერთო აღნიშნულ ინიციატივაში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიადაში, დაინტერესებულიყვნენ  და ზოგადად, დაენახათ ეკონომიკის როლი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.


პირველი ტური თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო 27-28 თებერვალს რეგიონის სკოლებში გაიმართა, მოსწავლეებმა გაიარეს ონლაინ ტესტირება, სადაც 25 დახურულ კითხვას უპასუხეს. 


პირველი ტურის შემდეგ 200 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მეორე ტურში, ეროვნულ რაუნდში  მიიღებს მონაწილეობას. საუკეთესო შედეგების მქონე ათი წარმატებული მოსწავლე კი გასაუბრებას ეროვნული რაუნდის ჟიურისთან გაივლის. შერჩეული ხუთი ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე,  სლოვაკეთში გაემგზავრება.


ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკთან ერთად ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან: Economic Fundamentals Initiative (EFI), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Institute of Economic Education (INEV).

 


(R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up