რთულ ეკონომიკურ პერიოდში მთავრობის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა და მშენებლობაა

რთულ ეკონომიკურ პერიოდში მთავრობის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა და მშენებლობაა

access_time2022-04-28 16:00:30

ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის სოფლის მეურნეობა და სამშენებლო სფერო,  ერთ-ერთი მთავარია, რომლის განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა ყველაზე მეტად ზრუნავს. გარდა იმისა, რომ ამ სფეროებში ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მშპ-ზე  გავლენითაც იქცევენ ყურადღებას. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, ეს დარგები მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტით გამოირჩევიან და თუ მეტი ბიძგი ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან, ამან შეიძლება მთელი ეკონომიკის ლოკომოტივი უფრო დაჩქარებულად წაიყვანოს წინ.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


,,ყურადღება გადატანილია იმ დარგებზე, რომლებიც შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. სოფლის მეურნეობასა და მშენებლობისადმი აქცენტის გაკეთება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: აგრარული სექტორი არის სანედლეულო ბაზა ეკონომიკის რამდენიმე დარგისთვის. როგორც მშენებლობა, ისიც მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტით გამოირჩევა. რაც შეეხება მშენებლობას, ეს მიმართულება რომ განვავითაროთ, თავისთავად სამშენებლო ინდუსტრიის, მრეწველობის, ტრანსპორტის განვითარებას, სამშენებლო მასალების წარმოების ზრდას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში, ქმნის დამატებით სამუშაო ძალას ქვეყანაში. შესაბამისად, თუ მეტი ბიძგი ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან, ამან შეიძლება მთელი ეკონომიკის განვითარების პროცესი დააჩქაროს“, - აცხადებს არჩვაძე.



რაც შეეხება აღნიშნულ დარგებში დასაქმების მაჩვენებელს, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, სოფლის მეურნეობაში 246 300 ადამიანია დასაქმებული, რაც დასაქმებულთა მთლიანი რიცხვის 19,8%-ს შეადგენს და თითქმის  1/5-ია, ხოლო მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა  85 200 ადამიანია, საერთო რაოდენობის 6,9%. თუმცა ორივე დარგი ეკონომიკაში შეტანილი წვლილის მიხედვით განსხვავდებიან.


შედარებისთვის, ეკონომიკაში შეტანილი წვლილის მიხედვით, სოფელზე მოდის  მხოლოდ 7%, ხოლო მშენებლობაზე - 8%-ზე ცოტა მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში 2,5-ჯერ ნაკლები დასაქმებულია, ვიდრე სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში მეტ დოვლათს ქმნის. 1 დასაქმებულზე მშენებლობაში 3,3-ჯერ მაღალია შრომის მწარმოებლურობა, ვიდრე სოფლის მეურნეობაში.


ძველი მეთოდოლოგიის შემთხვევაში ადგილი აქვს 9-ჯერად ჩამორჩენას სოფლის მეურნეობაში ეროვნული მეურნეობის საშუალო დონესთან შედარებით.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up