ეკონომიკის სამინისტრო: აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ეკონომიკის სამინისტრო: აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

access_time2022-05-20 15:50:00

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ILAC) ჯერ აფილირებული, შემდეგ კი ასოცირებული წევრი იყო, 2022 წლის 18 მაისიდან უკვე აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მრავალწლიანი რეფორმის შედეგია, რომლის მიზანი საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიებისა და ინსპექტირების ორგანოების საერთაშორისო აღიარების მიღწევაა.


„საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ქართული პროდუქტებისათვის მთავრობის ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ის განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც საქართველომ გააფორმა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთ შეთანხმებათა ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ სატარიფო ბარიერების მოხსნაზე არამედ არასატარიფო ბარიერების მნიშვნელოვან შემცირებაზე, მათ შორის, საქართველოში გაცემული პროდუქტისა და მომსახურების სერტიფიკატების აღიარებაზე. საქართველოში გაცემული სერტიფიკატების აღიარებისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ILAC-ი. როგორც ორგანიზაციის მიზნებშია განსაზღვრული მისი წევრების ძირითადი მიზანია ერთმანეთის სისტემების ეკვივალენტურობის მიღწევა და აღიარება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


გენადი არველაძის განცხადებით, ILAC-ის მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება მთავრობას აძლევს სანდო და მძლავრ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ძლიერდება და ვითარდება მთავრობათაშორისი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებები. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრობა გარკვეულწილად ნიშნავს საქართველოს სერტიფიკაციის სისტემის აღიარებას, რაც პოზიტიურ ფაქტორად შეიძლება იქნას განხილული აღნიშნულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების მაღალ დონეზე განხილვის დროს.



„ILAC-ში სრულფასოვანი წევრობა გულისხმობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ზრდას და დამატებით ბაზრებზე დაშვების შესაძლებლობას. სრული წევრობის ფარგლებში აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ ყოველდღიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში ხმის უფლებით რაც ხელს შეუწყობს საქართველოში აკრედიტაციის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ - განაცხადა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ნათია მიქელაძემ. მისი თქმით, ILAC-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი შესაძლებლობას ანიჭებს აკრედიტაციის ცენტრსა და აკრედიტირებულ ლაბორატორიებს გამოიყენონ/დაიტანონ ორგანიზაციის სიმბოლო და „თაგლაინი" საკუთარ დოკუმენტებზე/სერტიფიკატებზე, რაც მიანიშნებს ამ დოკუმენტების საერთაშორისო აღიარებას და მნიშვნელოვნად ზრდის სერტიფიკატების მიმართ ნდობას.


ILAC-ს წევრია მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანა და აკრედიტაციის სფეროში არსებული ყველა რეგიონული ორგანიზაცია, როგორც აზიის, აფრიკის, ისე ამერიკის კონტინენტიდან.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს, როგორც ევროპული აკრედიტაციის მრავალმხრივი აღიარების (EA) MLA ხელშეკრულების ხელმომწერს საკალიბრო და საგამოცდო ლაბორატორიების სფეროში ისო/იეკ 17025 სტანდარტის შესაბამისად, სამედიცინო ლაბორატორიების სფეროში - ისო 15189 სტანდარტის შესაბამისად და ინსპექტირების ორგანოების სფეროში ისო/იეკ 17020 სტანდარტის შესაბამისად, სრულუფლებიანი წევრობის სტატუსის მოპოვების შემდეგ ILAC-ში, მიენიჭა ILAC MRA-ს ხელშეკრულების ხელმომწერის სტატუსი, რაც ნიშნავს საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიებისა და ინსპექტირების ორგანოების ევროკავშირთან ერთად, საერთაშორისო აღიარებას.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up