ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

access_time2022-10-05 13:40:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „პულმან თბილისში“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის ასოციაციების, ტუროპერატორების, ავიაკომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.



ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის ანგარიშის პრეზენტაცია ღონისძიებაზე მიწვეულ საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.



როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ტურიზმის აღდგენის კუთხით არსებულმა სამოქმედო გეგმამ შედეგი გამოიღო, რასაც დღეისთვის არსებული მონაცემები ადასტურებს - 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ 83.8% შეადგინა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ კი 65.3%.




რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ 53.8% შეადგინა და 3 892 605 ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ კი 67.8% (2 704 133 ვიზიტი).



შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის კუთხითაც - 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 94.6%-იანი აღდგენა დაფიქსირდა და შემოსავლების მაჩვენებელმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისივე თქმით, ცალკეული თვეების ჭრილში მხოლოდ აგვისტოში აღდგენის დინამიკამ 126.7% შეადგინა.



2019 წელთან შედარებით, 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა ავიაციის სექტორში ავიამიმართულებების და ავიაკომპანიების, ასევე ავიასიხშირეების აღდგენის კუთხით. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით ახორციელებს.



პრეზენტაციაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიას, რომლის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up