ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზატორობით, საქართველოში პირველად ინტერნეტ-მმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზატორობით, საქართველოში პირველად ინტერნეტ-მმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

access_time2022-11-20 12:15:46

19 – 20 ნოემბერს საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღელსი სასწავლებლების სტუდენტებმა და ახალგაზრდული ინოვაციური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდა თაობის ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებთან, კერძო კომპანიებთან, აკადემიურ წრეებთან ერთად ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვებში მონაწილეობა.


ფორუმის მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ-მმართველობის ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე. „წელს ჩვენ გავიზიარეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ფორუმი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებისთვისაც ჩავატარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მეტად იყვნენ ჩართული ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროცესებში. ამავე დროს, ახალი თაობა ასევე არის ამ ტექნოლოგიების მომხმარებელიც და ამდენად, უკუკავშირი მათთან პრიორიტეტულია," - განაცხადა ეკა ყუბუსიძემ.



მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას.
„ახალგაზრდულ ფორუმზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ისევე როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციების პრეზენტაციები. მათი მეშვეობით შესაძლებელია სრული სურათის წარმოჩენა, რას აკეთებს მთავრობა, აგრეთვე კომერციული და არასამთავრობო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების კუთხით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა.


ახალგარდულ ფორუმზე ახალგაზრდები გაეცნენ ინტერნეტის მოკლე ისტორიას, მოისმინეს პრეზენტაციები საერთაშორისო ინტერნეტ ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ინტერნეტმმართველობის ადგილობრივი „სტეიქჰოლდერებისგან", შეიტყვეს მათი როლი ინტერნეტის მმართველობისა პროცესში და ზოგადად ინტერნეტმმართველობის მნიშვნელობას ციფრული ტრანსფორმაციაში. ღონისძიებაზე საუბარი წარიმართა ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტის, ონლაინ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების, ინტერნეტკონტენტის ხელმისაწვდომობის, ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციასთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციის ღიაობისა და სხვა საკითხებზე.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოების (ISOC Georgia) მასპინძლობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up