ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან - ლევან დავითაშვილი

access_time2022-09-10 15:30:29

„ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში - ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში უკვე ოცი წელია, ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება. წელს ენერგეტიკოსთა დღე „გარდაბანი თბოსადგური - 2“ -ის ტერიტორიაზე გაიმართა. ენერგეტიკოსთა დღეს დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ ქვეყნის განვითარების და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და ეპოქაში ვიმყოფებით, საქართველოს ახალი ისტორიაც ასე იწყებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნის განვითარება დაუკავშირა ტექნოლოგიების შემოტანას და მათ შორის, პირველი ელექტროსადგური სწორედ მისი ინიციატივით აშენდა თბილისში. ენერგეტიკის წარმატებული განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალ ერაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციებასა და ტექნოლოგიებზე და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აქტუალური რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის წარმოების და მთლიანად სექტორის განვითარება. ვფიქრობთ, რომ ბოლო ათწლეული იყო ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული. ჩვენ არაერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ. ეს უკავშირდება როგორც მდგრად, განახლებად ენერგეტიკულ პროექტებს, ისე ისეთ თანამედროვე პროექტს, როგორიც გარდაბნის თბოელექტროსადგურია. ვფიქრობ, მომავალში ჩვენ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ - თქვენთან ერთად, თქვენი პროფესიონალიზმის გარეშე ჩვენს გეგმებზე ლაპარაკი ზედმეტია,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დარგში მიმდინარე და დაგეგმუილ ღონისძიებებსა და პროექტებზე პრეზენტაცია გააკეთა მინისტრის მოადგილემ რომეო მიქუტაძემ ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული სურათი, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და მთლიანად ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგია გააცნო.

ტრადიციულად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ღვაწლმოსილი და ვეტერანი ენერგეტიკოსების დაჯილდოება იყო - მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up