ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

access_time2022-10-18 16:30:59

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზეა 192 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია


11 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც მოიცავს.


ეკონომიკური ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი წლის განმავლობაში ზრდას ნიშნავს. მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. ეკონომიკის ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამოსარიცხად, წლების მაჩვენებლები ერთმანეთს ერთი საბაზისო წლის ფასებში დარდება. მაგალითად, თუ 2021 წლის და 2022 წლის მშპ-ს, ორივეს 2021 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებულ საქონელსა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს. სწორედ ამ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკური (ეკონომიკის) ზრდა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბოლო პროგნოზები მიმდინარე წლის აპრილში ჰქონდა გამოქვეყნებული. პოსტპანდემიურმა პერიოდმა და უკრაინა-რუსეთის ომმა ეკონომიკური პროგნოზირება გაართულა, ამიტომ ოქტომბრის მონაცემებით ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ბოლო რეიტინგი 192 ქვეყანას მოიცავს.


საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 9%-ით გაიზრდება. სწორედ 9%-იანი ზრდით იკავებს საქართველო მე-9 ადგილს მსოფლიოში. წელს საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 8 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.


ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით უნდა გაზრდილიყო. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის ამაღლება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა 10.3%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. ამავე დროს, 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად სწრაფად ზრდა ტურიზმის მნიშვნელოვნად მატებამ და რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდამ განაპირობა.


2022 წელს მაღალი ზრდა ძირითადად ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნებს აქვთ. ეს ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, 2022 წელს მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და ტურიზმის აღდგენა პოზიტიური კუთხითაც გამორჩეულად დაეტყოთ.



2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა და სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის რეიტინგში 21-ე ადგილზე გავიდა. 2020 წელს კი საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 55 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. 35-მა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდითაც კი დაასრულა 2020 წელი.


2023 წლისთვის სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4%-ით ზრდას პროგნოზირებს და ამ მაჩვენებლით ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო 69-ე ადგილზე იქნება.


სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს ყველაზე მეტად გაიანის ეკონომიკა გაიზრდება – 58%-ით. ბოლო წლებში გაიანის ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენით არის განპირობებული.


რეიტინგში მეორე ადგილზე ფიჯია, რომლის ეკონომიკა წელს 12.5%-ით გაიზრდება. სეიშელის ეკონომიკა თითქმის 11%-ით გაიზრდება.


ეკონომიკური ზრდით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ირლანდია (9%) და მალდივებია (8.7%).


საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება – 7%-ით. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. აზერბაიჯანის ეკონომიკა – 3.7%-ით, თურქეთის ეკონომიკა კი 5%-ით გაიზრდება.


რუსეთის ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდება.


სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს 13 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველაზე მეტად – 35%-ით უკრაინის ეკონომიკა შემცირდება. 19%-ით შემცირდება ლიბიის ეკონომიკა, ხოლო შრი-ლანკის – 9%-ით.


ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მიხედვით 2022 წელს

ქვეყანა ზრდა
1 გაიანა 57.8%
2 ფიჯი 12.5%
3 სეიშელი 10.9%
4 ბარბადოსი 10.5%
5 სენტ-კიტსი და ნევისი 9.8%
6 ერაყი 9.3%
7 სენტ-ლუსია 9.1%
8 ირლანდია 9.0%
9 საქართველო 8.98%
10 მალდივები 8.7%



წყარო: forbes.ge/







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up