საკანონმდებლო ორგანოში ორ მთავარ ეკონომიკურ კომიტეტს თამბაქოს კონტრაბანდის შესახებ არაფერი სმენია

საკანონმდებლო ორგანოში ორ მთავარ ეკონომიკურ კომიტეტს თამბაქოს კონტრაბანდის შესახებ არაფერი სმენია

access_time2020-09-02 10:00:03

 „ეს შეკითხვა აღმასრულებელთან. მე მხოლოდ შემიძლია დავინტერესდე და ასეც გავაკეთებ. თუმცა არ მაქვს ინფორმაცია. დავაზუსტებ და ორ სამ დღეში შემეხმიანეთ,“ - ასეთი იყო პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას პასუხი „კომერსანტის“ კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტი მასობრივად და შეუფერხებლად იყიდება.


თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრს მინიმუმ სოციალურ ქსელთან წვდომა აქვს, შეუძლებელია არ ენახათ ფოტოფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ უპრობლემოდ იყიდება აფხაზეთიდან შემოსული კონტრაბანდული სიგარეტი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში.


ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კი ან მართლაც საქმის კურსში არ არის რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში, ან ადასტურებს, რომ კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობა მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი გახდა.



საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კი „კომერსანტის“ ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.


კონტრაბანდული “მანჩესტერი“ ბათუმის ქუჩებში და სამეგრელოს რეგიონში დახლებს მიღმა აფხაზური აქციზური მარკით ძალიან იაფად იყიდება.  აღნიშნული პრობლემა რამდენიმე წელია აქტიურად შეუქდება მედიაში. მიუხედავად მებაჟე-ოფიცრების მიერ აღმოჩენილი არაერთი შემთხვევისა, რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის მიერ, აჭარაში შეძენილი სიგარეტის კოლოფის ფოტო  გამოაქვეყნა.

 

სს კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, ქმედება დასჯადია, როდესაც უაქციზო საქონლის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ხოლო თუ მისი ღირებულება 2000 ლარზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაზედაც რეაგირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up