„გალტ & თაგარტის“ ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძე რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში 2023 წლის ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბრისასა განაცხადა, რომ ეკონომიკური აქტივობა მომავალ წელს თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5%-იან ზრდას დაუბრუნდება.
„თუ შევხედავთ საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევით ორგანიზაციების პროგნოზებს, 2023 წელს დაახლოებით 4-5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა. აქ ძირითადი მოლოდინი არის ის, რომ მიგრაციიდან საგარეო შემოდინებების და ფულადი გზავნილების ციფრის კორექცია მოხდება.
ექსპორტის მაჩვენებელი ახლა ორნიშნაა, 32%-ითაა გაზრდილი. ამ მაჩვენებლის შენელებაცაა მოსალოდნელი. თუმცა, პროგნოზებში ტურიზმის მიმართულების ზრდაა გასათვალისწინებელი.
გამომდინარე იქიდან რომ, თითქმის ყოველ მეორე თვეს, ინფლაციის შემცირებაა და წლის მეორე ნახევარში მისი მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებაა მოსალოდნელი. ამიტომ, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შეარბილებს.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური აქტივობა 2023 წელს თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5%-იან ზრდას, უნდა დაუბრუნდეს“, განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.