„ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის წელს (2012), საქართველოს მთლიანი ექსპორტი შეადგენდა 2,3 მილიარდ დოლარს. ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადის ბოლოს (2020) წელს ეს რიცხვი გახდა 3,3 მილიარდი დოლარი (ზრდა 8 წლის თავზე 1 მილიარდი). შედარებისთვის, მხოლოდ 2020 წელს, ემიგრანტებმა ქვეყანაში გადმორიცხეს 1,9 მილიარდი დოლარი“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი „გიორგი ქადაგიძე“ ფეისბუქში პირად გვერდზე წერს.
„ეკონომიკური პოლიტიკის ასეთ შედეგს, ქვია სრული მარცხი და ფიასკო. (თავს დავდებ, ყველა სამინისტროს რომ ბოქლომი დაადო და მხოლოდ საჯარო წესრიგი უზრუნველყო, უფრო მეტი ზრდა გვექნება.)
პ.ს. აქვე დავწერ წარმატება როგორ გამოიყურება რიცხვებში, ვიეტნამის ექსპორტი ბოლო ათწლეულში გაიზარდა 70 მილიარდიდან (2010 წელს) 280 მილიარდამდე დოლარამდე(2020 წელს)“ – წერს გიორგი ქადაგიძე.