რას გვაჩვენებს საერთაშორისო რეიტინგების ჩაღრმავებული კვლევა

რას გვაჩვენებს საერთაშორისო რეიტინგების ჩაღრმავებული კვლევა

access_time2022-02-19 11:00:55

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა საერთაშორისო რეიტინგების ჩაღრმავებული კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა. გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ მოწოდებული კვლევაზე დამყარებული დასკვნების ანალიზს უცვლელად:


• საერთაშორისო რეიტინგებში ჩაღრმავებულმა კვლევამ, წარმოაჩინა - 2006 – 2013 წწ პერიოდთან შედარებით 2014 – 2020 წწ ში ეკონომიკური რეფორმების ტემპის მკვეთრი ვარდნა, შედარებისათვის 2006 – 2013 წწ ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით გატარებული იყი - 35 რეფორმა, როდესაც 2014 – 2020 წწ მხოლოდ - 16. 2006 – 2013 წწ გატარებული რეფორმები, “დროითი ინტერვალის” გათვალისწინებით, შედეგობრივად აისახა 2014 – 2016 წწ საერთაშორიო რეიტინგებში, მაგალითად, საქართველომ, ამ პერიოდში, საერთაშორისო ექვსი რეიტინგიდან სამში, მიაღწია სარეკორდო პოზიციებს: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში - 2016 წელი - 59 - ე პოზიცია, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში - 2014 წელი - მე 5 - ე ადგილი, მსოფლიო მმართველობის ინდიკატორში - 2014 წელი მე - 18 - ე ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ 2006 – 2013 წწ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველომ მყარად დაიმკვიდრა საერთაშორისო რეიტინგებში წამყვანი პოზიციები. 2014 - 2016 წწ შემდგომ იწყება საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიების გაუარესება.


• 2006 - 2013 წწ და 2014 - 2020/21 წწ პერიოდებში საერთაშორისო ინდექსების მაჩვენებლების შედარებისას, სახეზეა 2006 – 2013 წწ შთამბეჭდავი პროგრესი - ბიზნესის კეთების ინდექსის მიდევით 2006 – 2013 წწ +91 საფეხური, 2014 – 2020 წწ + 2 საფეხური, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2006 – 2013 წწ +13 საფეხური, 2014 - 2019 წწ რეგრესი -2 საფეხური, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2006 – 2013 წწ +47 საფეხური, 2014 – 2021 წწ + 9 საფეხური, კორუფციის აღქმის ინდექსი 2006 – 2013 წწ + 44 საფეხური, 2014 – 2021 წწ + 10 საფეხური, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2006 – 2013 წწ + 31 საფეხური, 2014 – 2021 წწ + 3 საფეხური. აღსანიშნავია, რომ, რეფორმების გატარების დინამიკით, წამყვანი პოზიციების მიღწევა - “მკვდარი წერტილიდან დაძვრა“, მოითხოვს მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას, ვიდრე მისი შემდგომი შენარჩუნება და განმტკიცება;


საერთაშორისო ინდექსების კვლევის დასკვნები:


• ბიზნესის კეთების ინდექსის (Doing Business Ranking), მიხედვით, რომელიც ფოკუსირებულია ქვეყანაში ბიზნესის დაწყების და მართვის პროცედურების სიმარტივის შეფასებაზე, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, სახეზეა ბიზნესის ხელშემწყობი პოლიტიკისა და რეფორმების სტაგნაცია, რაც ქვეყნის პოზიციურ უკუსვლაშიც გამოიხატა. კერძოდ, საქართველომ 2019 წელს რეიტინგის 10 ინდიკატორიდან 7 მათგანში უკანა პოზიციებზე გადაინაცვლა. რეიტინგებში მოწინავე პიზიციების, მე - 2 ადგილი ბიზნესის დაწყების და მე - 5 ადგილი საკუთრების რეგისტრაციით, განპირობებულია მხოლოდ პროცედურული სიმარტივით. მიუხედავათ იმისა რომ, ბიზნესის კეთების ინდექსით საქართველოს უკავია წამყვანი მე 7 - ე ადგილი ეს კრიტერიუმი არ აანალიზებს ბიზნესის კეთებაზე მოქმედ სხვა ფაქტორების ერთობლიობის ზეგავლენას, როგორიცაა - საკუთრების უფლების დაცულობა, კორუფციის დონე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, პოლიტიკური ზეგავლენები.

• გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (The Global Competitiveness Report) მიხედვით, რომლითაც იზომება, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხი, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგომარეობა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენება. 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიციური წინსვლა არცერთი მიმართულებით არ დაფიქსირებულა. თორმეტივე ინდიკატორში პოზიციურად საქართველომ უკან გადაინაცვლა. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 12 პოზიციით უკან დაიხია. 2019 წლის მიხედვით, ქვეყნისთვის ყველაზე პრობლემატურ მიმართულებებს წარმოადგენს ბაზრის მოცულობა (104-ე ადგილი), ინოვაციური შესაძლებლობები (91-ე ადგილი), ფინანსური სისტემა (91 ადგილი), ინდექსის ქვე-კომპონენტებს შეფასების მიხედვით იკვეთება შემდეგი მნიშვნელოვანი პრობლემები: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა (94-ე ადგილი), ინფლაცია (99-ე ადგილი), ვალის დინამიკა (92-ე ადგილი), სამუშაო ძალის უნარები (125-ე ადგილი) ბაზრის კაპიტალიზაცია (119-ე ადგილი), ინოვაციური კომპანიების ზრდა (108-ე ადგილი). კვლევამ წარმოაჩინა, 2012 -2019 წწ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მდგენელის მუდმივი გაუარესება, ამ პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურიის მდგომარეობის გამსაზღვრელი პოზიცია 20 საფეხურით დაქვეითთა. გაუარესებულია, საავტომობილო გზების ხარისხის მაჩვენებელი, თუ ამ მაჩვენებლით 2012 წელს საქართველო - 56 - ე ადგილზე იმყოფებოდა 2019 წელს - 81 -ე ადგილზეა, მისი პიზიცია 25 ადგილით გაურესდა. იმ პირობებში, როცა რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი საავტომობილო ქსელის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადეს და საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს, კერძოდ, 2012 - 2019 წწ შედარებისას - აზერბაიჯანმა წინ წაიწია 40 საფეხურით, რუსეთმა 37, ბულგარეთმა - 27, ყაზახეთმა - 24, უკრაინამ - 23, ყირგიზეთმა - 20, მოლდოვამ - 15, თურქეთმა - 12. გამოსაყოფია საქართველოსათვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, საზღვაო ინფრასტრუქტურის სხვა ქვეყნებთან კავშირებადობის მიხედვით დაბალი, მსოფლიოში მე 100 ადგილი.


. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის (Index of Economic Freedom) მიხედვით, რომელიც ფოკუსირებულია კანონის უზენაესობის, მთავრობის მოცულობის, რეგულაციების ეფექტიანობასა და ბაზრის ღიაობაზე, კვლვამ წარმოაჩინა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2021 წელს რეკორდულად მაღალი, მე 12 - ე უკავია, ქვეკომპონენტების მიხედვით, მთავარ გამოწვევად, კანონის უზენაესობის კუთხით, სასამართლოს ეფექტიანობის ინდიკატორი წარმოადგენს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივ რეგრესს განიცდის. ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს ეფექტიანობის ინდიკატორი ბოლო 5 წელიწადში, შემცირებულია 7.2 პუნქტით, ინდექსის მიხედვით ასეთმა შემცირებამ, ამ პუნქტში, საქართველოს რეიტინგი „ზომიერად თავისუფალიდან“ შეცვალა „უმეტესწილად არათავისუფალით“, აღნიშნული მაჩვენებლების კლების მთავარ მიზეზს, სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა და სახელმწიფო მოხელეებს შორის კორუფციის მაღალი დონე წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით, 1.9 პუნქტით შემცირებულია მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი რაც გამოწვეულია ფასების არასტაბილურობით და ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლით. ეკონომიკური თავისუფლების კუთხით მაღალი მე 12 - ე ადგილის დაკავება, ძირითადად, განპირობებულია, წინა წლებში ბაზრის ღიაობასთან და ვაჭრობის თავისუფლებასთან გატარებული რეფორმების ხარჯზე.


• კორუფციის აღქმის ინდექსი (Corruption Perception Index) ზომავს საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს, ადგენს, კორუფციის მიზეზების შესაძლო წყაროებს და სთავაზობს ქვეყნებს მისი აღმოფხვრის გზებს. გატარებული რეფორმების კვალდაკვალ საქართველო 44 -ე პოზიციაზე 2016 წელს აღმოჩნდა, 2021 წელს, საქართველო 45-ე ადგილზე იმყოფება. ჩამორჩება ესტონეთს - მე 13 ე პოზიცია, ლიტვას - 34 -ე პოზიცია, ლატვიას - 36 - ე პოზიცია. ორგანიზაციის განმარტებით, უკანასკნელ წლებში, ინდექსში საქართველოს მინიჭებული ქულების მხრივ აქვს პროგრესის ნაკლებობა, რაც კორუფციის შესაძლო ზრდასა და სახელმწიფოს მხრიდან ანტიკორუფციული რეფორმების არაეფექტიანობაზე /გაუმჯობესების ნაკლებობაზე მიუთითებს.


• მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის (Frazer Institute) მიხედვით, რეიტინგში დაწინაურების კუთხით გარდამტეხი იყო 2006 – 2013 წწ გატარებული ეკონომიკური რეფორმები, 2013 წელს საქართველოს უკვე მე 8 - ე ადგილზეა (პროგრესი 31 საფეხური). „დროითი პერიოდის“ გათვალისწინებით 2014 წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში, სარეკორდო მე-5 ადგილზეა, მომდევნო წლებში ვარდნის შემდეგ, 2019 წლისთვის საქართველომ ისევ მე-5 ადგილი დაიკავა. კვლევის მიხედვით, 2019 წელს, მიუხედავად მაღალი მე - 5 ადგილისა, კომპონენტებს შორის - მთავრობის ზომით, საკუთრების დაცვის უფლებით და რეგულაციების მიხედვით, პროგრესი არ შეინიშნება. სასამართოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებული სასამართლოს და სამართლებლივი სისტემის მთლიანობის პარამეტრებში საქართველოს პოზიციონირება გამორჩეულად დაბალია. ჯამური გაუმჯობესება გამოწვეულია, ძირითადად ისეთ კომპონენტების ხარჯზე, როგორიცაა - შავ ბაზარზე გაცვლითი კურსის სტაბილურობა, საკუთრების გაყიდვაზე მარეგულირებელი შეზღუდვების არ არსებობა, რომელშიც საქართველოს მაქსიმალური 10.0 ქულა უფიქსირდება.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის (Worldwide Governance Indicators) - მიხედვით, რომელიც ფოკუსირებულია ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური სტაბილურობის, მთავრობის ეფექტიანობის, რეგულირების ხარისხის, კანონის უზენაესობის, კორუფციის კონტროლის პარამეტრებზე, საქართველოს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2013-2014 წელს უფიქსირდება. ამ დრომდე საქართველოს მაჩვენებლები სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრესს კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის მიმართულებებში მიაღწია. 2019 წლის შეფასებით ექვსი მიმართულებიდან ხუთის წინსვლა შენელდა და შემცირდა. საქართველომ წინა წლებთან შედარებით მზარდი შედეგი, მხოლოდ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა, თუმცა, რეგრესი დაფიქსირდა ყველა დანარჩენი მიმართულებით - ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი. ორგანიზაციის განმარტებით - ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში სადღეისოდ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

განზოგადოებული დასკვნები:


• ბიზნესის კეთების, გლობალური კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციის აღქმის, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების და მსოფლიო მმართველობითი იდიკატორის ჩაღმავებულმა კვლევამ, ბოლო წლებში წარმოაჩინა: ექვსი ინდექსიდან სამში საქართველოს პოზიციური უკუსვლაა, ზოგიერთი ქვე მიმართულებების მიხედვით კი სახეზეა, მაღალი რეგრესი, (მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საინფორმაციო - სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ბაზრის კაპიტალიზაცია, ბიზნესის დინამიურობა, ინფლაცია, ვალის დინამიკა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, ანგარიშვალდებულება) რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ეს ყოველივე აფერხებს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.

ეკონომიკური მიმართულება, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება - საქართველოსათვის ძირითად გამოწვევად რჩება მაკროეკონომიკური გარემოს ნაკლები სტაბილურობა, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია, კანონის უზენაესობის დაბალი დონე, სამართლიანი სასამართლოს არ ქონა, მაღალი კორუფცია, ინფრასტრუქტურული გამოწვევები და ინოვაციური განვითარების დაბალი მაჩვენებლები.
• ანტიკორუფციული მიმართულება, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება - ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია, მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, მხედველობაში მიიღოს ამ მიმართულებებით იდენტიფიცირებული გამოწვევები.


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, პაატა ცაგარეიშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up