ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 26-ე ადგილზეა – მას 14–მა ქვეყანამ გაუსწრო

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 26-ე ადგილზეა – მას 14–მა ქვეყანამ გაუსწრო

access_time2022-02-17 16:00:25

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 71.8 ქულით, მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.


საქართველოს ეს მაჩვენებელი 14 პოზიციით გაუარესდა და როგორც The Heritage Foundation აფასებს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2019 წლისთვის ძლიერი იყო, 2020 წელი უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო 2021 წელს ნაწილობრივ აღდგა.


ბოლო ნახევარი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების შესაშური გამოცდილება შეჩერდა. სუსტი ფისკალური სიჯანსაღისა და ბიზნესის თავისუფლების შემცირების გამო, საქართველოში 2017 წლიდან ეკონომიკური თავისუფლების საერთო კლებამ 4.2 პუნქტი შეადგინა და გადაინაცვლა ძირითადად თავისუფალი კატეგორიის ქვედა ნახევარში, - ნათქვამია კვლევაში.



„ამასთან, ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ქულები რჩება მყარი, ასევე სასამართლო ეფექტურობა და შრომის თავისუფლება საჭიროებს გაუმჯობესებას“, – წერს, The Heritage Foundation.


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს დაქვეითება მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია პოლიტიკოს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. მისი თქმით, ამ მონაცემის გაუარესება ნეგატიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.


ეკონომიკური თავისუფლება ივესტიციების მოზიდვის ერთადერთი საშუალებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მძიმე გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ზრდის საშუალება კი სწორედ ინვესტიციებია. მათ გარეშე საქართველოში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ გაიზრდება ხელფასები, დავრჩებით ასეთივე ღარიბებად და სრულად მოკვდება განვითარების პერსპექტივა“, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up