როგორია საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

როგორია საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

access_time2022-09-21 16:00:52

საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 7%-ით გაიზრდება, ასეთია აზიის განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზი. აღნიშნულს კი ADB-ში გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარებით ხსნიან. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2023 წელს კი 6%-ით არის მოსალოდნელი. მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა, მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაზრდილი რისკებისა. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტურია ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს შორის.


საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 6.0%-დან 8.5%-მდე გაზარდა, ხოლო ეროვნული ბანკი წელს ქვეყნის ეკონომიკის 9%-ით გაზრდას პროგნოზირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მოელის, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება.


რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-დან 8%-მდე გაზარდა. სააგენტოს თანახმად, ზრდის მიზეზი ომის შედეგად ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებაა, რაც ტურიზმის აღდგენას უზრუნველყოფს. 2023 და 2024 წლების პროგნოზი, შესაბამისად, 3% და 4.5%-ია. რაც შეეხება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება. ახალი მაჩვენებელი აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 3%-ით მეტია, იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით კი უცვლელია - მსოფლიო ბანკი იანვარში საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, აპრილში კი საპროგნოზო მაჩვენებელი 2.5%-მდე შეამცირა. მომდევნო წლების, 2023 და 2024 წლების პროგნოზი, 5.5% და 5%-ია.


2022 წელს თიბისი კაპიტალი მოელის, რომ საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.6%-ით გაიზრდება. ორგანიზაციის საბაზისო პროგნოზით, ექსპორტის წლიური ზრდა 28% იქნება, ტურიზმის მაჩვენებელი პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებლებს 5%-ით გადააჭარბებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზრდება, ხოლო ფულადი გზავნილები წლიურად 23%-ით გაიზრდება. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა ძირითადად ტურიზმის ხარჯზე ექნება.



„ჩვენი საბოლოო სცენარით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10%-ს გადააჭარბებს. გარდა ამისა, ჩვენი პროგნოზით, წლის პირველ ნახევართან შედარებით, მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალი იქნება. წლიურ ჭრილში თუ განვიხილავთ ძირითადი ტურიზმის სექტორია, რადგან ის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მსხვილი ინდუსტრიაა. უკვე ივლისში სავალუტო შემოდინებები 120%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. წლიურად ეს აღდგენა გაცილებით დიდია, რადგან 2021 წელი მნიშვნელოვანი აღდგენის პერიოდი არ იყო.


ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტის მაჩვენებელი და ფულადი გზავნილები ძლიერი ფაქტორია. ძირითადად ტურიზმი, ექსპორტი, გზავნილები, ზომიერი საბანკო დაკრედიტება უზრუნველყოფს ამ ეკონომიკურ ზრდას”, - ამბობს ოთარ ნადარაია.


ეკონომისტი აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სარეიტინგო კომპანიების პროგნოზი ხშირ შემთხვევაში რეალობისგან განსხვავდება და უფრო ოპტიმისტურია.


„დღევანდელ დღეს პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან მაღალია და რთულია იმაზე საუბარი თუ რამდენით გაიზრდება ქვეყნის მშპ. ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტრენდი მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის რუსეთის ფაქტორზე, რადგან მოთხოვნა ძირითადად ხდება რუსეთის მოქალაქეებისგან, ამიტომ ჩვენ არ ვიცით მაგალითად რამდენი აქვთ მათ დარჩენილი შემოსავალი, როგორ წავა რუსეთში მდგომარეობა, ამდენად რაიმეს პროგნოზირება რთულია, ასევეა სარეიტინგო კომპანიების შემთხვევაშიც. როდესაც ასეთი ორგანიზაციები აქვეყნებენ პროგნოზებს, ისინი ძირითადად ოპტიმისტურია და 1%-1.5%-შია ხოლმე ცდომილება“, — ამბობს აკაკი ცომაია.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ია, უშუალოდ ივლისში ზრდის მაჩვენებელი კი 9.7%-ს შეადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up