ეკონომიკური ზრდა, ბაზრების დივერსიფიკაცია, სამუშაო ადგილები - USAID-ის გეგმები

ეკონომიკური ზრდა, ბაზრების დივერსიფიკაცია, სამუშაო ადგილები - USAID-ის გეგმები

access_time2022-03-10 12:31:16

ომი და სტრატეგიული პარტნიორების როლი - USAID-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში პიტერ ვიბლერი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ბოლო 30 წლის განმავლობაში USAID-ისა და ამერიკის მთავრობის მუშაობას აფასებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დადგა საქართველო და უკრაინა.


ვიბლერის თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ამერიკა ძლიერი მხარდამჭერია და საქართველოსთან 30 წლიანი თანამშრომლობა პროდუქტიული აღმოჩნდა. ხოლო გამოწვევების ფონზე, მოსალოდნელია თუ არა ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში პრიორიტეტების და გეგმების შეცვლა, ასევე რა უნდა გააკეთოს ამერიკის მთავრობამ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მდგრადი იყოს არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების მიმართ, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის პრიორიტეტები და ამოცანები, რაც ამერიკის მთავრობას გააჩნია საქართველოში, აბსოლუტურად თანამიმდევრულია საქართველოს დასავლურ გზასთან და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.


"ვცდილობთ საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რაც უმნიშვნელოვანესია. ასევე ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ფართო ეკონომიკურ ზრდას, რომლის სარგებელსაც მოსახლეობა მიიღებს. საქართველოში 30 სხვადასხვა ოფისი და უწყება გვაქვს, ეს არის იუსტიციის, თავდაცვის, ჯანდაცვის დეპარტამენტები და USAID.

რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობა დიდი ხანია გრძელდება, USAID ეხმარებოდა ყველაზე ღარიბ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვაში. 2008 წლის ომის შემდეგ ვეხმარებოდით საქართველოს ენერგოგენერაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ ეფექტური სტრატეგია და პოლიტიკა გამოიმუშაოს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით, ამ მხრივ კერძო სექტორთან ვმუშაობთ ვისაც განახლებად რესურსებში ინვესტირება სურს, რადგან ეს ბრწყინვალე რესურსია ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე საქართველომ წვლილი უნდა შეიტანოს კლიმატის ცვლილების პროცესში", -აღნიშნავს, პიტერ ვიბლერი.



USAID და ამერიკის საელჩო დიდი ძალისხმევას დებდა და ბევრ პროექტებს ახორციელებდა საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით. უკრაინა-რუსეთის ომი კი დიდი გამოწვევაა ტურიზმის სექტორისთვის.


პიტერ ვიბლერის თქმით, საქართველოსთვის ეს სექტორი მნიშვნელოვანია, შემოსავლების დიდი წყაროა და ამ მხრივ ყველა სეზონზე საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც სწორად უნდა იყოს რეალიზებული.


"სექტორი უნდა ეყრდნობოდეს მდგრად სტრატეგიას, რომ პანდემიის თუ ომის გავლენა ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. უნდა გაიხსნას ახალი, მაღალი ღირებულების ბაზრები. ასევე, აღსანიშნავია სანქციები, რომელსაც ბევრ რამეზე ექნება გავლენა. USAID და ჩვენი პარტნიორები დარწმუნებული ვართ იმაში, რომ კიდევ ერთხელ ავიღოთ ვალდებულება ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ მოხდეს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და რეალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამას რამდენიმე გზით ვაკეთებთ, ამ სტრატეგიის ნაწილია ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაც. კიდევ ერთი გზაა დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, რომ გავიდნენ ახალ ბაზრებზე, ევროკავშირში ან სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც ვიცით არსებობს ისეთი ბაზრები, რომლებიც ქართული პროდუქტის ექსპორტს ელოდებიან," - აღნიშნავს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, პიტერ ვიბლერი.


მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებით, განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის ომის პროცესების გაშუქებისას. ამ ყველაფრის გამოსწორებისთვის USAID ინტენსიურად მუშაობს და სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, ამასთან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების და თოთოეული ადამიანის როლი.



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up