ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებია

ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებია

access_time2023-04-03 14:20:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღიშნა მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა აქვს. დიდი პროგრესია ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივაც ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა.


„მე მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - 7.1 % არის ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა. იანვარში გვქონდა 8%-ზე მეტი და თებერვალში გვქონდა 5.8 % იყო ეკონომიკური ზრდა. ანუ საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7.1% რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია და მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა, ამაზე მოგვიანებით კიდევ მოგახსენებთ დამატებით, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა. ასევე მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ  მაღალ ზრდაში - მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული,"- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  დიდი პროგრესია ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებითაც.


„მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა საზოგადოებას გავაცნო, ეს არის ინფლაციის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად, დღეს მთელ მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია, ამერიკაში, ევროპაში, ევროზონაში შარშან მაგალითად ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, აი ამდენი გამოწვევების მიუხედავად მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა, 13%. წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე ინფლაცია და ახლა უკვე, მარტში 5,3% არის ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2,8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ინფლაცია წინა თვესთან შედარებით. ასევე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის. ინფლაციური წნეხის შემცირება რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება ბუნებრივია. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, მეგობრებო. ჩვენ ამის თაობაზე გახსოვთ, შარშან დავიწყეთ მუშაობა. მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად, 60-70-80%-ით შევამცირეთ ფასები მედიკამენტებზე, შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა შარშან. ასევე ჩვენ დავიწყეთ, კარგად მოგეხსენებათ, მუშაობა იმპორტიორებთან, საწვავის ფასების შემცირების თაობაზე, გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები და საწვავის ფასებიც შემცირებულია. ამანაც, რა თქმა უნდა, შეასრულა თავისი როლი და მესამე მიმართულება, ეს არის სურსათის ფასები, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, პირველი ეტაპის. ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მალე წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც გადავაზღვევთ, ამ კანონის მიღებითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი წესები არსებობდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე. 5,3% გვაქვს დღეს ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას სჭირდება გაგრძელება, ამ მუშაობას, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, დაბალი ინფლაცია გვჭირდება და რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი


„ძალიან პოზიტიური ინფორმაცია რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს იყო გამოწვევა. შარშან, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე დასაქმების მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამის გარდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასე, რომ ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up