ეკონომიკური ზრდა ნელდება, იზრდება ინფლაცია - ომის ნეგატიური გავლენა საქართველოზე

ეკონომიკური ზრდა ნელდება, იზრდება ინფლაცია - ომის ნეგატიური გავლენა საქართველოზე

access_time2022-03-28 16:00:55

რუსეთ-უკრაინის ომისა და გლობალურ ეკონომიკაში შექმნილი პროცესების გამო,  საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2,5 პროცენტული პუნქტით შემცირდება. მოსალოდნელ დანაკარგს ადასტურებენ მთავრობაში, ამ მოსაზრებას ექსპერტულ წრეშიც იზიარებენ. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ომმა მრავალი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შეანელა, რის პარალელურადაც იზრდება ინფლაცია და ეს პროცესი თანმდევია საქართველოსთვის, სადაც ომმა არასახარბიელო მოცემულობა შექმნა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,ომი უკრაინაში ნეგატიურად მოქმედებს გლობალურ პროცესებზე, მათ შორის, მიწოდების ნაკადებზე, ფასწარმოქმნის სისტემაზე და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე. მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს ვითარება.  წინასწარი მასშტაბით, ეს არის ეკონომიკური ზრდისთვის მტკივნეული მაჩვენებელი - 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლები შეიძლება იყოს სავარაუდო ზრდასთან, მაგრამ ეს პირობითი რიცხვია. საბოლოოდ მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გასტანს კრიზისი და რამდენად ექნება მულტიპლიკატორული ეფექტი მსოფლიოს დანარჩენ ეკონომიკაზე. წინასწარ რამის თქმა პირობითია, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ  კლება მკვეთრი იქნება“, - ამბობს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.


მისი თქმით, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდაც, რაც   ასევე მკვეთრად გამოხატული გლობალური პროცესების გავლენაა.



,,ინფლაციაზე ნეგატიურად მოქმედებს ორი ფაქტორი:  ერთია ხარჯების ზრდა და მიწოდების (ტრანსპორტირების) ღირებულების მატება. ნებისმიერი წარმოების ფასი იზრდება საწვავის გაძვირების გამო.  კატასტროფულად მოიმატა ლოგისტიკის ხარჯმაც. როგორც ვხედავთ, დიდწილად კონტეინერების გაძვირებისა და  რისკების გაზრდის გამო იზრდება ფასები და ინფლაციაზეც ადეკვატურად აისახება“, - დასძენს არჩვაძე.


შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,6%-ს მიაღწია, რაც თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია. იანვარში ზრდა 18% იყო, ხოლო თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა.


უკვე 9 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.


ეროვნული ბანკის გათვლით, აპრილიდან ინფლაციის კლება უნდა დაწყებულიყო, თუმცა უკვე გამოჩნდა, რომ ომისა და ფასების ზრდის ფონზე ინფლაციის მოთოკვა დიდი პრობლემა და სიძნელე იქნება საქართველოსთვის.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up