„გალტ & თაგარტის“ ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში 2022 წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებზე საუბრისასა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის ფონზე, ორნიშნა ინფლაციით საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ცხოვრების დონე გაუარესდა.
„ფასები გაზრდილია და ინფლაციის მაჩვენებელიც ორნიშნაა. რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ადამიანების ცხოვრების დონე გაუარესდა, რადგან მათი მსყიდველუნარიანობა შემცირდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათი ხელფასები საკმარისად ვერ გაიზარდა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.