ეკონომისტი: აშშ  ჩინეთზე მდიდარი სულ მცირე 50 წელი კიდევ იქნება

ეკონომისტი: აშშ ჩინეთზე მდიდარი სულ მცირე 50 წელი კიდევ იქნება

access_time2021-03-30 20:30:00

აშშ ჩინეთზე მდიდარი კიდევ 50 წელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, პროგნოზების მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ისას გადაუსწრებს. ამის შესახებ Economist Intelligence Unit-ის ეკონომისტი საიმონ ბაპტისტი აცხადებს.


„ვფიქრობ, არ არის მოსალოდნელი, რომ ჩინეთმა აშშ-ს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით გადაუსწროს. ჩვენი შეფასებით, სულ მცირე, მომდევნო 50 წელი ასე არ მოხდება“, – განაცხადა ბაპტისტმა.


ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ მისცემს უფლებას ჩინეთს, გახდეს გლობალურად წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.


„ვხედავ მკაფიო კონკურენციას ჩინეთთან. ჩინეთს აქვს ეს მიზანი და მე არ ვაკრიტიკებ მას ამის გამო. მისი მიზანია, გახდეს მოწინავე და უმდიდრესი, ასევე ყველაზე გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოში. ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.



როგორც ეკონომისტი ბაპტისტი ამბობს, ჩინეთი იქნება ერთ-ერთი ძლიერი და მოწინავე ქვეყანა, თუმცა – აშშ-სთან ერთად. ბაპტისტის პროგნოზები უფრო კონსერვატიულია სხვა ეკონომისტების მომავლის ხედვასთან შედარებით. მაგალითად, Bank of America Global Research-ის ეკონომისტი ჰელენ ჩაო ამბობს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკას დაახლოებით 2027-2028 წლისთვის გადაუსწრებს.


ბოლო რამდენიმე წელია, აზიის რეგიონი აშშ-სა და ჩინეთს შორის ერთგვარი სავაჭრო ომის ადგილად იქცა. აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს რეგიონი ნაწილობრივ „მიატოვა“, ჯო ბაიდენმა კი აზია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ რეგიონებში ჩასვა. უფრო მეტიც, მან რამდენიმე გავლენიანი და ცნობილი აზიელი ექსპერტიც დაიქირავა და თავის ადმინისტრაციაში დაასაქმა. ის ასევე უკვე შეხვდა იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერებს.


ჩინეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის კი პირველი შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის თაოსნობით გასულ კვირას გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ ჩინეთი გასულ წელს ერთადერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, რომელმაც პანდემიის პერიოდში ზრდა შეძლო. 2020-ში ჩინეთის მშპ 2.3%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, აშშ-ის ეკონომიკა 3/5%-ით შემცირდა.



forbes.ge



თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up