„ეკოვუდმა“ ნატახტარში რეგიონული ჰაბი შექმნა

„ეკოვუდმა“ ნატახტარში რეგიონული ჰაბი შექმნა

access_time2023-03-29 17:30:05

კომპანია „ეკოვუდმა“, რომელიც საქართველოში ნატურალური ხის მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების ერთ-ერთმა უმსხვილესი იმპორტიორია, „აწარმოე საქართველოს“ და USAID-ის თანადაფინანსებით და მხარდაჭერით, ნატახტარში რეგიონული ჰაბი შექმნა, სადაც წარმოებაც განთავსდა და იქვე მოხდება პროდუქციის შექმნა და გადამუშავება.

„ეკოვუდის“ ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. გაყიდვაშია  ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები, იატაკისა და კედლის პანელები, სამზარეულოს ზედაპირები, ავეჯის დასამზადებელი მასალა, ოთახებს შორის გამყოფი ტიხრები და ა.შ.  მათ დასამზადებლად გამოყენებულია სხვადასხვა სახეობის  ხის მასალა, მათ შორის ნაძვი, ფიჭვი, ლარიქსი და სხვადასხვა ტროპიკული ხეები.


კომპანია უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორც ლოგისტიკური, ისე პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და ფასთა პოლიტიკის კუთხით, მაგრამ როგორც „ეკოვუდის“ კორპორაციული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი სრესელმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, კომპანიამ დივერსიფიკაცია შეძლო და ალტერნატიული ბაზრები მოიძია.


„ალტერნატიული ბაზრები მოვიძიეთ და სხვადასხვა მომწოდებლებთან დავამყარეთ კოტაქტები. პირველი მიწოდება განხორციელდა ამერიკასთან და კანადასთან, ასევე ბრაზილიასთან, ამაზონის ტყის მასივებიდან მოხდა სხვადასხვა უნიკალური ტყის სახეობების შემოტანა. მანამდე მომხმარებელს ვთავაზობდით ტროპიკული ხის სახეობის სხვადასხვა პოზიციებს აფრიკის ქვეყნებიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან“, - აცხადებს  გიორგი სრესელი.


რაც შეეხება ფასებს, გიორგი სრესელი ამბობს, რომ მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და ფასებიც საკმაოდ კონკურენტუნარიანი აქვთ.


„ფასების განუყრელი ნაწილია ლოგისტიკური ხარჯები. ახლა პანიკის ფონი აღარაა. პროდუქციის მიწოდების ჯაჭვიც აღდგენილია და ფასებზეც ეს უკვე ასახულია. მე ვფიქრობ, რომ ის არასტაბილური პერიოდი, კომპანიამ აიღო თავის თავზე და ფასებზეც არ ასახულა. ვცდილობდით და ვიმედოვნებდით, რომ დასტაბილურება მალე იქნებოდა და თუ შევადარებთ მეზობელი ქვეყნების ფასებს, ვფიქრობ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს,“- აცხადებს გიორგი სრესელი.

გიორგი სრესელის თქმით, „ეკოვუდის“ მთავარი უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა და ხის მიმართ ინტერესი მზარდია.


„თუ ადამიანი ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას ფიქრობს, „ეკოვუდში“ ვიზიტით უნდა დაიწყოს. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ კლიენტს მაქსიმალურად სწორი პროდუქტი შევარჩევინოთ.


ხე არის ბუნებრივი, ერთ ეკოსისტემაში ვცხოვრობთ, ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და ვფიქრობ, რომ ხის მიმართ ინტერესი მზარდია.

ბევრს შიში აქვს იმის, რომ ხის მასალის გამოყენების შემდეგ არ მოხდეს პროდუქტის დაზიანება, დეფორმაცია და რისკი არ მიადგეს კლიენტის მიერ გაწეულ ინვესტიციას, მაგრამ ჩვენს მიერ სწორად შერჩეული მასალისა და პროდუქტის შემთხვევაში, ეს რისკი მინიმალურია,“ - აცხადებს გიორგი სრესელი.

 

მისი თქმით, „ეკოვუდის“ პირველი მიზანი იყო, რომ კომპანიას იმპორტზე დამოკიდებულება თანდათან შეემცირებინა. „ახლა დამუშავებული ხის მასალის იმპორტს ნაკლებად ვახდენთ, გადაუმუშავებელი ხის მასალის შემოტანა ხდება და შემდგომ ხდება ჩვენი რესურსით დამუშავება“, -  განაცხადა გიორგი სრესელმა.

 

„ჩვენი მიზანია არ შევეხოთ ქართული ტყის მასივებს, არც ერთი კვადრატული მეტრი არ გვაქვს გადამუშავებული ქართული ხე. მხოლოდ და მხოლოდ იმპორტზე ვმუშაობთ, გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ტყის მასივს და ეკოლოგიას. ეს დასაქმებულთა რაოდენობაზე არ მოქმედებს, ადგილობრივ  ხეზე იმუშავებ, თუ შემოტანილზე, ეს მუშახელზე არ აისახება და ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ არჩეული პოზიცია მართებულია“, - აცხადებს გიორგი სრესელი.

 

 „ნატახტრის საწარმოს გარდა, „ეკოვუდს“ აქვს შოურუმი თბილისში  წყალსადენის N21-ში, სადაც ადგილობრივი მარაგებით, რესურსით და კეთილგანწყობით ველოდებით ყველას“, -აცხადებს გიორგი სრესელი.




თეგები:
ეკოვუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up