,,ეკოვუდმა“ რუსეთიდან ხის მასალების იმპორტი გააჩერა

,,ეკოვუდმა“ რუსეთიდან ხის მასალების იმპორტი გააჩერა

access_time2022-03-17 11:00:09

რუსეთ-უკრაინის ომმა ბიზნესის ყველა სფეროს შეუქმნა პრობლემა. ნატურალური ხის მასალის მიმწოდებელი კომპანია ,,ეკოვუდი“ კიდევ ერთი ქართული ბიზნეს სუბიექტია, რომელიც რუსეთიდან იმპორტს აჩერებს.  რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზრებს, როგორც კომპანიის კორპორაციული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი  გიორგი სრესელი აცხადებს, ბაზარი მცირე დონეზე დივერსიფიცირებული იყო და ამიერიდან მოუწევთ ბიზნესის გადაწყობა აფრიკის, მალაიზიის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზრებზე, თუმცა პროდუქციის ფასი გაიზრდება.


,,ხის მასალების იმპორტი რაღაც დონეზე დივერსიფიცირებული იყო, თუმცა ძირითადი წილი რუსეთს უჭირავს. საბოლოო ჯამში, ძალიან რთულია რუსული ბაზრის დაკარგვა, თუნდაც ფასიდან გამომდინარე, რუსული ხის მასალა  შედარებით იაფია და ლოგისტიკაც ადვილი იყო. პროდუქცია  ციმბირიდან შემოგვქონდა, ამ დროისთვის გვრჩება ძველი ნაშთები და გზაში მყოფი ტვირთი, შესყიდვები ამ ეტაპზე გავაჩერეთ. სამომავლოდ ალტერნატიულ ბაზრებზე უფრო მეტად გავაქტიურდებით და ბიზნესიც თანდათან მოძებნის ნიშას. გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე,  სხვა ბაზრებზე ტრანსპორტირების ხვედრითი წილი ფასში მაღალია,  ვიდრე რუსეთიდან.  ამ ეტაპზე აფრიკის ქვეყნებიდან საზღვაო-საკონტეინერო გადაზიდვები დაახლოებით 30%-ით არის გაძვირებული. დამატებით ვმუშაობთ, რომ ალტერნატიული წყაროები შევთავაზოთ მომხმარებელს, ფასებს მაქსიმალურად ვინარჩუნებთ  და ვცდილობთ  მომხმარებელს ხელმისაწვდომობა არ შეეზღუდოს, გლობალური პრობლემებია, რასაც ჯერჯერობით როგორმე ვუმკლავდებით“, - ამბობს გიორგი სრესელი ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება ალტერნატიულ წყაროებს, სრესელის თქმით, შესაძლებელია ადგილობრივი წარმოების უფრო მეტად განვითარება, რა მხრივაც ,,ეკოვუდმა“ საკმაოდ წინ წაიწია და არსებულ გამოწვევას საკუთარი წარმოების გაფართოებით ცდილობს.



,,რთულ სიტუაციაშია არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო, სავაჭრო ურთიერთობებში პრობლემაა, ამიტომ ადგილობრივი წარმოებაც შეიძლება უფრო მეტად განვავითაროთ.  ვმუშაობთ, რომ ხის მასალების დამზადება და დაპროფირება უშუალოდ ადგილზე მოხდეს. ნატახტარში ვფლობთ  წარმოებას, რომელიც ბოლო ფაზაშია, მალე ჩაეშვება და რუსული პროდუქტის ჩანაცვლებას უფრო გაგვიადვილებს. გავლენას განიცდის უკლებლივ ყველა სფერო, ჩვენ ახალი პროექტები შევაჩერეთ, ხოლო  მიმდინარე პროექტები შენელებულია. შესაბამისად, მოთხოვნაც და შემოსავლებიც განახევრდა, რეალურად ძალიან ცუდი სიტუაციაა“, - აცხადებს გიორგი სრესელი.


შეგახსენებთ, რომ „ეკოვუდი”  წარმოადგენს ნატურალური ხის მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, ექსკლუზიური უფლებით პირდაპირ მწარმოებლებისგან.     


კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პოლონური, რუსული, აფრიკული და უკრაინული წარმოშობის ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალებისა და ლაქ-საღებავების ფართო არჩევანს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up