ეკვადორში, ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცულ ზონაში, დაბინძურდა მდინარე, რომლითაც აბორიგენი მოსახლეობა მარაგდება. ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის მილსადენი დაზიანდა და ნავთობი მდინარეში ჩაიღვარა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
.შემთხვევა კაიამბე-კოკას ეროვნულ პარკში მოხდა. ჯამში, 2 ჰეტრამდე ტერიტორია დაბინძურდა.
დაცული ტერიტორია, რომელიც 400 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, ეკოსისტემის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მდინარე კოკა ამფიბიათა მრავალი სახეობის საბინადრო გარემოა.
არსებული ინფორმაციით, ნაპოს პროვინციაში ძლიერი წვიმა იყო, რამაც ღვარცოფი გამოიწვია. კლდის მოწყვეტილი ნაწილი მილსადენს შეეჯახა, რამაც მილი დააზიანა.
imedinews.ge