El Pais: მადრიდში ნატოს სამიტზე პირველად ისტორიაში ალიანსის გენერალურ მდივნად ქალი შეიძლება აირჩიონ

El Pais: მადრიდში ნატოს სამიტზე პირველად ისტორიაში ალიანსის გენერალურ მდივნად ქალი შეიძლება აირჩიონ

access_time2021-08-11 15:30:00

პირველად ნატოს ისტორიაში ალიანსის გენერალურ მდივნად ქალი შეიძლება აირჩიონ. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გაზეთი El Pais-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, ალიანსის შიგნით ფართო კონსენსუსი არსებობს იმის თაობაზე, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ქალმა უნდა ჩაანაცვლოს.


ნატოს მომავალი გენერალური მდივნის კანდიდატის შესახებ მოლაპარაკებები შემოდგომას დაიწყება.


„ფართო კონსენსუსი არსებობს იმის შესახებ, რომ იენს სტოლტენბერგის შემცვლელი, რომელიც ნატოს მომავალ სამიტზე მადრიდში უნდა აირჩიონ, ქალი უნდა იყოს“, - განუცხადა ესპანურ გამოცემას დიპლომატიურმა წყარომ.



როგორც გაზეთი El Pais-ი იუწყება, ნატოს მომავალი გენერალური მდივნის შესაძლო კანდიდატებად შემდეგი პირები განიხილებიან: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.


გამოცემის ინფორმაციით, მომავალი გენერალური მდივნის კანდიდატურის განხილვისას მოკავშირეებს შორის ყველაზე მეტად დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის სახელი ჟღერს.


ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი 2022 წელს ეწურება. ის ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.


19 ივლისს გამოცემა Politico-მ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატები დაასახელა. გამოცემა Politico-მ აღნიშნა, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი, დიპლომატი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ 72 წლის შემდეგ, დროა ალიანსმა პირველი ქალი გენერალური მდივანი დანიშნოს. Politico-ს განცხადებით, ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი, კერსტი კალულაიდი, შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატებად განიხილონ.




თეგები:
ნატო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up