ელ. სიგარეტების შესახებ არსებული მითები- აშშ-ს ეროვნული აკადემიის კვლევა

ელ. სიგარეტების შესახებ არსებული მითები- აშშ-ს ეროვნული აკადემიის კვლევა

access_time2023-01-31 12:55:33

მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის მიერ (NASEM) გამოქვეყნებული ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, არსებობს საკმარისი მტკიცებულება (conclusive evidence), რომ  “ელ. სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია. წვადი თამბაქოს მოხმარების სრულად ელ. სიგარეტებით ჩანაცვლება კი ამცირებს ორგანიზმზე ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებას”, - ვკითხულობთ Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

აღნიშნული 600 გვერდიანი სამეცნიერო კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან წლების განმავლობაში დუმილის შემდეგ, აშშ-ს ერთ-ერთმა წამყვანმა სამეცნიერო ინსტიტუტმა გააჟღერა ის, რასაც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მეცნიერების სამეფო კოლეჯის, ბრიტანული სამედიცინო ასოციაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან უკვე დიდი ხანია ვისმენთ - ზრდასრული მწეველის წვადი სიგარეტიდან ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე სრულად გადასვლის შემთხვევაში, მცირდება ორგანიზმზე მავნე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება.

 

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ელ. სიგარეტის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის ფონზე, NASEM-ის კვლევა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საზოგადოებისთვის სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდების პროცესში.

 

2012 წელს, აშშ-ს მოსახლეობის ნახევარი ფიქრობდა, რომ ელ. სიგარეტები ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით, ნაკლები ზიანის შემცველია. თუმცა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა. 2016 წელს Gallup poll-ის გამოკითხვით კი აღმოჩნდა, რომ აშშ-ს მოსახლეობის ნახევარი ელ. სიგარეტებს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიიჩნევდა, 60% კი ფიქრობდა, რომ აღნიშნულ პროდუქტებზე ტრადიციულ თამბაქოზე მოქმედი რეგულაციების მსგავსი მკაცრი კონტროლი უნდა დაწესებულიყო.


 

ელ. სიგარეტების შესახებ არსებულ არასწორ აღქმებს აქვთ შესაძლებლობა, ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანდაცვას. თუ მწეველი მიიჩნევს, რომ ელ. სიგარეტები ისევე საზიანოა, როგორც ტრადიციული სიგარეტი, მაშინ ის უარს იტყვის წვადი თამბაქოს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტით ჩანაცვლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, შეამციროს საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

 

დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის საუბრობს ელ. სიგარეტების როლზე თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში.

 

“აღნიშნული კვლევის მთავარი დასკვნები თანხვედრაშია ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციების განცხადებებთან, როგორებიც არის  მეცნიერების სამეფო კოლეჯი და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია ამერიკის საზოგადოებისთვის”, - აღნიშნავს ამერიკის ელ. სიგარეტების ასოციაციის პრეზიდენტი გრეგორი კოლნეი.

 

მისივე განცხადებით, კომიტეტის დასკვნები ასევე შესაბამისობაში მოდის აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის დირექტორის, სკოლ გოტლების მიერ შემუშავებულ ნიკოტინის სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს, სრულწლოვანი მწეველების ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლის ხელშეწყობას.

 

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჭიროა საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა სანდო, მეცნიერულად დამტკიცებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მწეველთა მხრიდან გონივრული არჩევანის გაკეთებას, რაც თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up