Electude - „თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით სიმულაციურ სასწავლო პლატფორმას ნერგავს

Electude - „თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით სიმულაციურ სასწავლო პლატფორმას ნერგავს

access_time2022-09-20 16:50:13

„თეგეტა ჰოლდინგი“ თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიზნით, „თეგეტა აკადემიაში“ სიმულაციური, ონლაინ სასწავლო პლატფორმა Electude ინერგება. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აგებულების თეორიული ნაწილის ონლაინ შესწავლა.


„თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს. ონლაინ პროგრამის უპირატესობაა  ის, რომ დასაქმებულები გადამზადების პერიოდში სამუშაო პროცესს არ სწყდებიან. ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიაში დასაქმებულთა კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას.



ნინო ოხანაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით: „პლატფორმა Electude-ის საშუალებით შესაძლებელია, ავამაღლოთ თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა. ეს არის მოქნილი ინსტრუმენტი, რომლის მომხმარებელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან გაიღრმაოს ცოდნა საავტომობილო მიმართულებით. პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, სწავლებაში ჩავრთოთ ბევრად მეტი თანამშრომელი, ვიდრე საკლასო ტრენინგებით შევძლებდით და ამავდროულად დავზოგოთ ადამიანური და მატერიალური რესურსები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნა ექსკლუზიური უფლებების თანხლებით. დღეის მონაცემებით, ქართულად უკვე ნათარგმნია 230-ზე მეტი მოდული. აქედან 150 კორექტირებული და გასწორებულია „თეგეტა აკადემიის“ მიერ“.

 


რაც შეეხება უშუალოდ სწავლებას, საგრანტო აქტივობის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიაში“ შემუშავდება 5 ძირითადი სასწავლო კურსი. მათი მეშვეობით „თეგეტა მოტორსი“ 1 წლის განმავლობაში 1 000-მდე თანამშრომლის გადამზადებას გეგმავს.

 

„Electude-ს საშუალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ახალი ტექნოლოგიების ცოდნას და, მეორე მხრივ, ვცვლით სწავლების ტექნოლოგიებს. აკადემიაში შემოგვაქვს ის ფორმატები, რომლებიც დღეს თანამედროვე სწავლების შემადგენელი ნაწილია“, - ამბობს ნინო ოხანაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Electude საშუალებას იძლევა, კომპანიამ ყველა თანამშრომელს თანაბრად მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ონლაინ პლატფორმა დაეხმარება „თეგეტა მოტორსს“, ცოდნის ერთნაირად მაღალი სტანდარტი შესთავაზოს გუნდის წევრებს, გეოგრაფიული ადგილსამყოფლის მიუხედავად.


---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ 2013 წელს დაარსდა. ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური  ტრენინგცენტრი, აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას,  ბიზნესისა და ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემიის“ მთავარი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.

 

(R)




თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up