„ელემენტ კონსტრაქშენი“ m
2-ის მიმდინარე პროექტში ,,m2 მირცხულავაზე“ ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას განახორციელებს. პარტნიორობის ხელშეკრულება სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს შორის უკვე გაფორმდა.
,,ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ისეთი პროექტები განვახორციელოთ, სადაც სამშენებლო პროცესები მსოფლიო სტანდარტებთან იქნება გათანაბრებული. მაღალი ხარისხი, ვადებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა - სწორედ ამ ფაქტორებითაა ცნობილი ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ და დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება,“ - აცხადებს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m 2 -ის გენერალური დირექტორი.
პროექტ „m2 მირცხულავაზე“ თანამშრომლობა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, 24 და 25 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას გულისხმობს, რომელიც 70 000 კვ.მ-ზე იქნება განთავსებული.
,,მოხარული ვართ m 2-თან პარტნიორობის დაწყებით. თანამშრომლობის შედეგი ადამიანების კომფორტზე ორიენტირებული, ენერგოეფექტური, ევროპული ხედვის ახალი სივრცის შექმნაა,“ - განმარტავს ლადო ბუსკივაძე ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ აღმასრულებელი დირექტორი.