ევროპული ავტოპარკები სატვირთო ელექტრომანქანების გამოყენებით თითო მანქანაზე წელიწადში საშუალოდ 3,599 ევროს ზოგავენ. ამის შესახებ მოკვლევა Webfleet-მა ჩაატარა.
შიდა წვის ძრავის (ICE) მოდელების ნაცვლად ელექტრომანქანების გამოყენებით, გადამზიდავებმა ასევე შეამცირეს საწვავის მოხმარება წელიწადში 5,665 ლიტრით ერთ მანქანაზე.
კვლევა ასევე აჩვენებს განსხვავებებს ქვეყნებში საშუალო ხარჯების დაზოგვაში. დიდ ბრიტანეთში და ნიდერლანდებში ელექტრომობილებზე გადასვლით ერთ მანქანაზე ხარჯების წლიური ეკონომია შესაბამისად არის 3,8 ათასი და 3,5 ათასი ევრო, დანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ეს მაჩვენებელი 2 ათასი ევროდან 3 ათას ევრომდე მერყეობს, ხოლო გერმანიაში, იტალიასა და პოლონეთში - 2 ათას ევრომდე.
„მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვა, რომელიც ნაჩვენებია Electrifying Data-ს ანგარიშში, ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ არის ავტოპარკის ელექტრიფიკაცია ბიზნესის აზრი. გასული წლის მარტში საწვავის გაძვირების შემდეგ ელექტრომობილების მოხმარება 300%-ით გაიზარდა. ამრიგად, ცხადია, რომ ავტოპარკის ელექტრიფიკაცია პრიორიტეტულია მრავალი საწარმოსთვის. ჩვენ გვინდა ყველა ავტოპარკს უჩვენოთ, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა კარგია არა მხოლოდ პლანეტისთვის, არამედ თქვენი ბიზნესისთვისაც და რაც უფრო ადრე გადადგამთ ამ ნაბიჯს, მით უკეთესი ყველასთვის“, - აცხადებს Webfleet Europe-ს ვიცე-პრეზიდენტი თაკო ვან დერ ლეი.