„ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს ბაზრის არსებული მოდელის თვისობრივ ცვლილებას როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე“

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს ბაზრის არსებული მოდელის თვისობრივ ცვლილებას როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე“

access_time2022-05-31 15:00:00

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელზეც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილეს.



სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მდგომარეობა 2022 წლისთვის.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში აქამდე არ განხორციელებულა მსგავსი მასშტაბის რეფორმა. „ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს ბაზრის არსებული მოდელის თვისობრივ ცვლილებას როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე. ამ რეფორმის შედეგად, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ელექტრონერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარება, ბაზრის ეტაპობრივი გახსნის გზით. უნდა ჩამოყალიბდეს ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც გენერაციის ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.



მისი თქმით, კონკურენციის განვითარებისათვის ევროპული კანონმდებლობა ითვალისწინებს მონოპოლიური საქმიანობისაგან იმ საქმიანობის გამოყოფას, რომელიც თავისი ხასიათით კონკურენტულია, იმისთვის, რომ არ მოხდეს მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენება კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობის მიღების მიზნით. ამ მიმართულებით, ევროპული კანონმდებლობა ითვალისწინებს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობების განცალკევებას და ბაზრის ფუნქციონირებაზე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან მონიტორინგის სისტემის დანერგვას.




მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა 2019 წლის დეკემბერიდან დღემდე რეფორმის მიმდინარეობის ფარგლებში ამ პროცესში ჩართული ყველა უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეფორმის 3 ძირითადი მიმართულებით. ესაა, ნორმატიულ აქტებზე მუშაობა, სისტემის ოპერატორების განცალკევება, ბაზრის გახსნა და ინსტიტუციური განვითარება. ასევე, ისაუბრა იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც რეფორმას ახლავს თან და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე.



„საათობრივ დაბალანსებაზე, და შესაბამისად საათობრივ ვაჭრობაზე, გადასვლა არის სიფრთხილით განსახორციელებელი რეფორმა. მნიშვნელოვანია, ამ ბაზრის მიმართ არსებული პოზიტიური მოლოდინები შეესაბამებოდეს რეალობას. ამისათვის კი აუცილებელია, სრულ მზადყოფნაში იყოს ბაზრის ყველა სუბიექტი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება 2022 წლის 1-ელ სექტემბერსაა დაგეგმილი. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ სხვა ქვეყნებს ამ ტიპის რეფორმის გატარებისთვის - საერთაშორისო გამოცდილებიდან და კონსულტანტების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, 1 წელი არის ოპტიმალური ვადა ბაზრების სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებისთვის. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მომდევნო ეტაპებსა და სამიზნე მაჩვენებლებზე.



პრეზენტაციის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.



ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს



თეგები:
რეფორმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up