გამოცემა The Economist-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი და გაზრდილი ფასები ზამთრის განმავლობაში მოსახლეობის სიკვდილიანობას 0,6%-ით გაზრდის. რუსეთის სასიკვდილო „ენერგეტიკული იარაღი“ ყველაზე ცუდად იტალიაზე აისახება. აქ ელექტროენერგიაზე ფასებს ზრდას ისიც ემატება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდაზმულია.
„ზიანი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი უკრაინას აყენებს, უზარმაზარია. აგვისტოში პუტინმა ევროპისკენ მიმავალ დიდი მილსადენის ონკანები გადაკეტა. საწვავის ფასები გაიზარდა, რითაც შეაფერხა უკრაინის მოკავშირეების ეკონომიკა. წარსულში ენერგიის ფასებს მცირე გავლენა ჰქონდა სიკვდილიანობაზე. მაგრამ წლევანდელი ფასების ზრდის შედეგი ბევრად უფრო საგანგაშოა“, - წერს გამოცემა.
The Economist-მა სტატისტიკური მოდელი შექმნა, რა გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ფასების ზრდა სიკვდილიანობაზე.
პროგნოზის მიხედვით ზამთარში ელექტროენერგიის ფასის 10%-იანი მატება სიკვდილიანობას 0,6%-ით გაზრდის. მონაცემების თანახმად, იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და 0,7%-მდე აღწევს. ამის მიზეზი ელექტროენერგიის მზარდი ხარჯები და ქვეყენაში ხანდაზმული მოსახლეობის სიჭარბეა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა