ელექტრომობილების წილმა ახალ ავტომობილებში 10%-ს მიაღწია

ელექტრომობილების წილმა ახალ ავტომობილებში 10%-ს მიაღწია

access_time2022-06-07 11:00:22

ელექტრომობილების ბაზარი ზრდას გეომეტრიული პროგრესიით განაგრძობს. 2021 წელს მსოფლიოში Plug-in ჰიბრიდების ჩათვლით 6.6 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 120%-ით მეტია. იმავე პერიოდში ზოგადად ავტომობილების გაყიდვები მხოლოდ 4.5%-ით 66.7 მლნ-მდე გაიზარდა. 2019 წელს ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 2.9%-ს უდრიდა, 2021 წელს 9.9%-ს.


6.6 მლნ-დან 3.3 მლნ ელექტრომობილი ჩინეთში გაიყიდა. ჩინეთი ერთდროულადაა როგორც ატმოსფეროს ყველაზე მეტად დამაბინძურებელი, ასევე განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელი. 2020 წელს ჩინეთმა მზისა და ქარის ენერგიით ჯამში 720 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო - 70%-ით მეტი ვიდრე შეერთებულმა შტატებმა და დაახლოებით 200%-ით მეტი ვიდრე გენერაციის ყველა წყაროდან საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მსოფლიოში არსებული 17.5 მლნ ელექტრომობილიდან 7.5 მლნ ჩინეთის გზებზე გადაადგილდებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად 2020 წელს გამოყოფილი 35 მლრდ ტონა ნახშირორჟანგიდან 10.7 მლრდ ტონა ჩინეთზე მოდიოდა რაც თავის მხრივ აშშ-ისა და ევროკავშირის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.


აბსოლუტური მაჩვენებლების მიღმა კიდევ არსებობს ერთი სტატისტიკა, რომელიც ახალ ავტომობილებში ან საერთო ავტოპარკში ელექტრომობილების წილს ასახავს. ასეთი დათვლით ნორვეგია პირველობას არავის უთმობს. 2021 წელს ახალა ავტომობილებში ელექტრომობილების წილი ჩინეთში 15%-ს შეადგენდა, ნორვეგიაში - 86%-ს. მეორე ადგილზე გასულ ისლანდიაში 69%-ს, შვედეთში 45%-ს, დანიაში 35%-ს, ფინეთში 31%-ს, ნიდერლანდებში 30%-ს, გერმანიაში 26%-ს. შეერთებულ შტატებში მხოლოდ 4%-ს. მთელს ავტოპარკში ელექტრომობილების წილი ჩინეთში 2.6%-ს შეადგენს, ნორვეგიაში 22%-ს და აშშ-ში 0.7%-ს.


ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობას 2030 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებისა და იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება აქვს მიღებული, 2040 წლიდან გადაადგილების. ნორვეგია ამ შემთხვევაშიც ყველას უსწრებს და გაყიდვების აკრძალვას 2025 წლიდან გეგმავს.



ელექტრომობილი როგორც წესი უახლეს ტექნოლოგიებთან ასოცირდება. რეალურად ის არც XXI საუკუნის ქმნილებაა და არც XX საუკუნის. ელექტრომობილი შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილის ხნისაა. 1899 წელს 100 კმ/სთ-იანი ბარიერი პირველად ელექტრომობილმა გადალახა და 1914 წლამდე ყოველი მესამე ავტო,მობილი ელექტრო იყო. საუკუნეზე მეტი ხნის წინ ელექტრომობილების წილი ამჟამინდელს დაახლოებით 30-ჯერ აღემატებოდა. მაშინ კონკურენციაში იაფმა საწვავმა გაიმარჯვა და ელექტრომობილების თითქმის ასწლოვან დავიწყებას მიეცა.


ილონ მასკმა 2008 წლიდან ელექტრომობილების სამყაროს ახალი სიცოცხლე შესძინა. მართალია დღეს Tesla ყველაზე ცნობილი და პოპულარული ელექტრომობილების ბრენდია, მაგრამ კონკურენტების გამოჩენასთან ერთად მისი წილი ნელ-ნელა კლებულობს. 2019 წელს გაყიდული 2.2 მლნ ელექტრომობილიდან 16.7% - 367 ათასი ერთეული ტესლა იყო. 2020 წელს ტესლას გაყიდვები 499 ათასამდე გაიზარდა, მაგრამ მისი წილი 15.1%-მდე შემცირდა, 2021 წელს უკვე 936 ათასი ტესლა გაიყიდა, რაც ბაზრის 14.2%-იან წილს ნიშნავდა. ევროპულ გიგანტებს 10 წლის წინ შიდაწვის ძრავიანი ავტომობილები უპრობლემოდ ეყიდებოდათ და ელექტრომობილების საწარმოებლად აუცილებელი გადაიარაღებისთვის მილიარდობით დოლარის ინვესტიციას აჭიანურებდნენ, თუმცა იმის გაკეთება, რაზეც 10-იან წლებში თავშეკავება ამჯობინეს 20-იან წლებში მაინც მოუწიათ.


ელექტრომობილის ფასებმა ბოლო წლებში საგრძნობლად დაიწია და თითქმის გაუთანაბრდა იმავე კლასის შიდაწვისძრავიანი ავტომობილის ღირებულებას. ერთი დამუხტვით გარბენის მინიმალური მანძილის 100-120 კმ-დან 250-300 კმ-მდე გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში კი 450-500 კმ-მდეც, თუმცა დამუხტვის დრო ისევ ისეთი პრობლემაა, როგორც 10 წლის წინ. სწრაფდამტენიც კი, რომლის ხშირი გამოყენება დაუშვებელია ელექტრომობილის სრულად დამუხტვას 30 წთ-ს ანდომებს, ჩვეულებრივი დამტენი 6-8 საათს, ბევრი დაპირებისა და მცდელობის მიუხედავად უსაფრთხო სუპერსსრაფდამტენის სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა.


სხვადასხვა სცენარის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით ელექტრომობილების წილი ახალ ავტომობილებში 2030 წლისთვის 40-დან 60 პროცენტამდე იმერყევებს. მთელს ავტოპარკში 30%-იან წილს კი 2040 წლის შემდეგ უნდა გადასცდეს.


საქართველო გაყიდვების ტემპით მსოფლიოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. თუ 2020 წელს გლობალურად გაყიდული ყოველი 24-ე ავტომობილი იყო ელექტროძრავით, საქართველოში ელექტრო მხოლოდ ყოველი 196-ე იყო. რადგან ქვეყანაში დაბალი ფასის გამო მოთხოვნა ძირითადად მეორად ავტომობილებზეა და ის ელექტრომობილები, რომელსაც ერთი დამუხტვის 300 კმ და მეტის გავლა შეუძლიათ ჯერ ისევ პირველი მფლობელის საკუთრებაში რჩებიან მათი გაყიდვები ჯერ ისევ ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წარმოების დონე დაბალია ატმოსფერო მაინც დასაშვებ ზღვარზე მეტად დაბინძურებულია რისი უმთავრესი მიზეზიც გაუმართავი ავტომობილებია, მეორე პრობლემას მშენებლობის წესი დარღვევა წარმოადგენს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up