ელექტრონული კომერციის კანონმა სხვა კანონებთან ერთად უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუეფექტს მივიღებთ - მაია ხელაძე

ელექტრონული კომერციის კანონმა სხვა კანონებთან ერთად უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუეფექტს მივიღებთ - მაია ხელაძე

access_time2023-01-12 16:30:56

ელექტრონული კომერციის კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის დირექტივაა, ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა განხილულიყო, თუმცა, გარკვეული მიზეზები გამო, პროცესი ამ დრომდე გაჭიანურდა. ამჟამად მთავრობამ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა.



როგორც რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელმა მაია ხელაძემ განაცხადა, ელექტრონულ კომერციას მხოლოდ ეს კანონი ვერ დაარეგულირებს. ეს მხოლოდ ჩარჩოა და მან ბევრ სხვა კანონთან ერთად უნდა იმუშაოს, რომ ერთად შექმნას ის სინერგია, რაც ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებას გამოიწვევს და არა დათრგუნვას. ამ დოკუმენტმა, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომსახურების მიმღების - მომხმარებლის, უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს და მომსახურების მიმწოდებლისთვის კონკრეტული ვალდებულებები განსაზღვროს.

 

 

„კანონი მიმწოდებლების მხრიდან გამოკვეთილ პასუხისმგებლობას ითხოვს. მათ შორის, ადგენს, როგორ უნდა მოხდეს დისტანციური ხელშეკრულებების გაფორმება ონლაინ გაყიდვების დროს. ამიტომ, თუ ამ კანონის მოთხოვნები სათანადოდ არ იქნება მიტანილი ონლაინ გამყიდველებამდე და სათანადოდ არ იქნა მომხმარებელთა უფლებების და ასევე, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კანონის აღსრულება, რომელიც კომერციული ბანკების მიერ გადახდების პროცესს არეგულირებს, მაშინ შეიძლება ახალმა კანონმა უკუეფექტი მოგვცეს. ამ მოთხოვნებმა ონლაინ გამყიდველების მხარე შეიძლება დათრგუნოს და შეაშინოს, რადგან ახალ კანონში მათ მხარეს მეტი პასუხისმგებლობაა“, -  განაცხადა მაია ხელაძემ „კომერსანტის“ ეთერში.




მისი თქმით, თუ კანონის აღსრულება სწორად მოხდა, გამყიდველსაც ეცოდინება ის თამაში წესები, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს კანონის მოთხოვნილი ჩარჩოების და პასუხისმგებლობის გაგებაში დავეხმაროთ.

 

 

„ჩვენი ასოციაციის სახელით ვამბობ იმას, რომ ეს კანონი კარგი ნაბიჯია იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, გავაფართოოთ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას ონლაინ გაყიდვების, ყიდვისა და გაყიდვის თვალსაზრისით აქვს“, - განაცხადა მაია ხელაძემ.

 

 

მაია ხელაძემ იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი პარლამენტი თებერვალში, საგაზაფხულო სესიების გახსნის შემდეგ განიხილება, გარკვეული მუხლები შეიძლება დაკორექტირდეს და  კანონი პარლამენტმა შესაძლოა საგაზაფხულო სესიაზე მიიღოს.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up