ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ ელექტროსიგარეტი თავსატეხად რჩება.ვანო მაჭავარიანის თქმით, პირველადი დათვლებით, ამ სფეროდან სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მლნ ლარს კარგავს. მინისტრს სასურველი შედეგის მისაღებად ერთობლივი ღონისძიებების ეიმედება.
რაც შეეხება ზოგადად თამბაქოს სფეროში დაბეგვრასთან დაკავშირებით მირებულ გადაწყვეტილებებს, მინისტრს ეამაყება.ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ თამბაქოს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტმა რეკორდული 724 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
მისი მონაცემებით, 2019 წელს გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა/ვაჭრობის 1500-ზე მეტი ფაქტი და ამოღებულია 470 ათასზე მეტი კოლოფი სიგარეტი.
ბიზნესპარტნიორი